Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Mail  დიდი ბრიტანეთი

მირიამ კიუპერი

 

 საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო, როცა შავ-თეთრ ფოტოსესიაში, მოკრივის ხელთათმანებში გამოწყობილი, ის შეეცადა წარმოჩენილიყო, როგორც პუტინთან მებრძოლი ლიდერის სახე-ხატი

ფოტოსურათები გამოაქვეყნა მაკრონის ოფიციალურმა ფოტოგრაფმა სოაზიგ დე ლა მუასონიემ. მათზე ფრანგი ლიდერი აღბეჭდილია დაძაგრული კუნთებით, რომელიც მოკრივის „მსხალს“ ერკინება, მისი სახე კი ძლიერ ნებისყოფას ასხივებს.

მაკრონი შეეცადა მოეხდინა საბრძოლო სულისკვეთებისა და სიმტკიცის დემონსტრირება, რაშიც სამხედრო ექსპერტებმა „ნაპოლეონისეული“ ამბიცია და ნატოს წინამძღოლობის სურვილი ამოიკითხეს.

მაკრონის უაზრო მცდელობა ძალა წარმოეჩინა რინგზე, მოგვაგონებს ანალოგიურ ქცევას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხრიდან, რომლის ადმინისტრაცია ხშირად აქვეყნებდა სურათებს, რომლებშიც პუტინი, ხან ბეჭებზე აკრავდა  მეტოქეებს, ხან ჰოკეის თამაშობდა, ხანაც ცხენზე ჯირითობდა წელსზემოთ შიშველი.

საგულისხმოა, რომ ფოტოსურათები გამოჩნდა მაკრონის ხმამაღალი გაცხადებების კვალად. ასე მაგალითად მან განაცხადა, რომ „არ გამორიცხავს“ დასავლური სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში. მან ასევე მოუწოდა ევროპელ ლიდერებს – „არ შეეშინდეთ“ კიევის დაცვის.

By admin

You missed