Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

UnHerd   დიდი ბრიტანეთი

ნოა კარლი

 

კვირას პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი რუსეთთან კონფლიქტში, შეადგენს – 31 000 დაღუპულს. ეს არის პირველი ოფიციალური განცხადება უკრაინული არმიის დანაკარგზე – 2022 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. სოციალურ ქსელებში ბევრი დაეჭვდა ამ ციფრის სანდოობაში, მაგრამ რას გვეუბნება ფაქტები?

ზელენსკის დასახელებული რაოდენობა, ეწინააღმდეგება სხვა შეფასებებს. სწორედ დღეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა – შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინული არმიის დანაკარგი – 444 000 კაცს შეადგენს. დაღუპულთა და დაჭრილთა დაანგარიშების აპრობირებული სქემით (ერთი სამთან შეფარდება), გარდაცვლილთა რიცხვი უნდა იყოს 111 000. რა თქმა უნდა, რუსებს აქვთ მისწრაფება, გააზვიადონ მტრის დანაკარგი, ასე რომ, შოიგუს განცხადების იმედად ყოფნა, არ ღირს!

თუმცა ამერიკელებიც გაცილებით მაღალ ციფრს ასახელებენ, ვიდრე ზელენსკიმ გაახმიანა. ჯერ კიდევ გასულ წლის აგვისტოში, ოფიციალურმა პირებმა „ნიუ იორკ თაიმს“-ს აცნობეს, რომ უკრაინამ  (დაღუპულთა სახით), დაკარგა „დაახლოებით – 70 ათასი“ ჯარისკაცი. კონკრეტული ფუნქციონერების ვინაობა, ჩვენ არ ვიცით, თუმცა ეს ხდება იმ პირობებში, როცა აშშ-ს პოლიტიკაა: „მხარი დაუჭიროს უკრაინას იქამდე, ვიდრე ამ უკანასკნელს სჭირდება“. ზოგიერთი მოხელე, პიროვნულად სამშვიდობო სტრატეგიას ემხრობა, შესაბამისად მიდრეკილია, გააზვიადოს უკრაინის დანაკარგი მედიასთან საუბარში.

ციფრი – 31 000, არ შეესაბამება თავად უკრაინული მთავრობის სხვა შეფასებებს. ოფიციალური პირები, კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპზე, ასახელებდნენ სიკვდილიანობის დღიურ მონაცემებს და ციფრები მერყეობდა 50-100-ისა და  200-500-ის ფარგლებში. რომ ავიღოთ ინტერვალის, თუნდაც ქვედა  ზღვარი და გადავამრავლოთ ის მიმდინარე კონფლიქტის დღიურ რაოდენობაზე, მივიღებთ შემდეგ ციფრს – 73 300 -ს.

არსებობს თუ არა უფრო სანდო  ციფრები, ვიდრე ეს მოხელეების გადაუმოწმებელ შეფასებებშია?

სავსებით შესაძლებელია, ასე ითქვას. ანონიმურმა საიტმა  UALosses-მა  შეადგინა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ბაზა – ადგილობრივი ორგანოების მონაცემებისა და დაღუპულთა ნათესავების ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე. სადღეისოდ ამ ბაზაში ირიცხება 42 152 ჩანაწერი. მისი სანდოობის გადასამოწმებლად, გამოცემა „მედიაზონამ“, შემთხვევითი  შერჩევის მეთოდით, შეარჩია 400 ჩანაწერი. გაირკვა, რომ 96%-ით ის სარწმუნოა. გამოცემამ გაარკვია ისიც, რომ „დუბლირებული მონაცემთა“ ოდენობა მთელს ბაზაში, წარმოადგენს 500-სს.

ეს არის დასტური იმისა, რომ ზელენსკის მონაცემი დაკლებულია, სულ ცოტა 10 000-ით. სინამდვილეში  კი, როგორც აღნიშნული ვებსაიტი ირწმუნება: „რაკი ითვლება მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც ინტერნერშია ხელმისაწვდომი, რეალური დანაკარგი უნდა იყოს გაცილებით მეტი“.

კიდევ ერთი ბაზა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების შესახებ ( რომელიც შედგენილია პრორუსული Telegram-არხის „რიბირის“ ანალიტიკოსების მიერ), ხელმისაწვდომია საიტზე WarTears. ამ დროისთვის, მასში იძებნება 69 005 ჩანაწერი, თუმცა მისი გადამოწმება  ძნელია, ვინაიდან წყაროები მითითებული არ არის.

საინტერესოა, რომ იგივე „მედიაზონამ“, BBC რუსულ სამსახურთან ერთად, შეადგინა გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების საკუთარი ბაზა, რომელშიც 44 654 ჩანაწერია. ისე, როგორც UA Losses-ის  შემთხვევაში, მისი შემდგენელები გვაფრთხილებენ, რომ „რეალური რაოდენობა დაღუპულებისა – უდავოდ მეტია“. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარემ დაახლოებით თანაბარი დანაკარგი ნახა, რაც სავსებით სარწმუნოა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბრძოლო მოქმედებას, ურთიერთგამოფიტვის ხასიათი აქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რამდენად არასრულყოფილია თითოეული ბაზა. თუმცა პოლიტოლოგმა ჯონ მირშაიმერმა მოიყვანა თეორიული დასაბუთება, თუ რატომ უნდა იყოს უკრაინელების დანაკარგი გაცილებით მეტი.

რუსეთს აქვს მეტი არტილერია და ძირითადად, სწორედ მისი ზემოქმედება განსაზღვრავს დანაკარგს „გამოფიტვაზე ომში“. ამას გარდა, მეტ დანაკარგს, როგორც წესი, ნახულობს მოიერიშე მხარე, უკრაინის არმიამ კი ბოლო წელიწადნახევარი სულ შეტევაში გაატარა (ხარკოვი, ხერსონი და ბოლოს ზაპოროჟიე)

მე გამოვიყენე პრინციპულად სხვა მეთოდი და მივიღე  შედეგი, რომელიც აღემატება ყველა ზემოთქმულ ციფრს. გასულ წელს, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა, გამოკითხა უკრაინელები იმის თაობაზე, ჰყავდათ თუ არა მათ,  დაღუპული ნათესავი ან მეგობარი. გამოკითხულთა 63%-მა ამ კითხვას დადებითად უპასუხა. შევუდარე რა ეს  ციფრი YouGov-ის მონაცემს, სადაც სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქებს ეკითხებოდნენ, ჰყავდათ თუ არა კორონავირუსით დაღუპული მეგობარი ან ნათესავი და შევადარე ეს ციფრი კოვიდით სიკვდილიანობის ფაქტობრივ მონაცემს. გამოვთვალე, რომ მთლიანობაში შეიძლებოდა დაღუპულიყო – 188 000 უკრაინელი (აქ შედის სამოქალაქო დანაკარგიც).

ბოლოს ზელენსკის დასახელებული ციფრი, არ ეთანადება ზოგად რიტორიკას უკრაინულ არმიაში არსებულ „საკადრო შიმშილზე“. 2022 წლის ივლისში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა – ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები 700 ათას კაცს ითვლიდა. მაშინ, საიდან უნდა არსებობდეს ეს  – „საკადრო შიმშილი“, თუ სულ რაღაც 31 000 ჯარისკაცი მოაკლდათ?

ასე რომ, უკრაინულმა არმიის ზუსტი დანაკარგი  დაუზუსტებელია და რეალური ციფრი შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს – 100 ათასს. ერთი რამ, შეიძლება დანამდვილებით ითქვას: ზელენსკის გახმიანებული დაღუპულთა რაოდენობა – 31 000, აშკარად  არასწორია.

 

 

 

By admin