Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

СТРАНА.UA / Украинa

 

„აზოვისა“ და პარტია „ნაციონალური კორპუსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა – სერგეი კოროტკიხმა (ბოცმანი), კომენტარი გააკეთა დასავლელი ჩინოვნიკების განცხადებაზე, რომ არსებობს რუსეთის ფედერაციის ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის საფრთხე

ის თვლის, რომ ნატოს ქვეყნებს – „უბრალოდ არ ჰყავთ ხალხი“, რომელიც რუსეთთან იომებს.

„ბოლო 60 წლის განმავლობაში, მემარცხენეები დაკავებულნი იყვნენ იმით, რომ ამოეძირკვათ საკუთარ მოქალაქეებში ყოველივე მამაკაცური, მასკულინური და მათი აზრით, ტოკსიკური. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ბრძოლა, საამისოდ მათ ძალზე პატარა კვერცხები აქვთ“ – თქვა კოროტკიხმა.

მისი აზრით, ამერიკელებსაც იგივე პრობლემა აწუხებთ: „მათ მოკლეს საკუთარ ხალხში „პატრიოტიზმის“ განცდა, გამოაცხადეს ის ტოქსიკურად და ვიღაც მარგინალების მახასიათებლად“ – განაცხადა კოროტკიხმა.

ამასთან ის მიიჩნევს, რომ რუსეთის ბალტიისპირეთსა და პოლონეთზე თავდასხმა – გარდაუვალია.

აღვნიშნავთ, რომ „მემარცხენეებს“ ულტრამემარჯვენეები უწოდებენ დღევანდელ მმართველ ელიტებს, მათ შორის ბაიდენის, შოლცისა და მაკრონის გუნდებს.

შეგახსენებთ, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარემ – რობ ბაუერმა მოუწოდა მოკავშირეებს – ემზადონ რუსეთთან ომისთვის, რომელიც უახლოესი 20 წლის განმავლობაში არის მოსალოდნელი.

რუსეთსა და ნატოს შორის მოსალოდნელ ომზე, ასევე ისაუბრა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა – ბორის პისტორიუსმა.

By admin