Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Wirtualna Polska  პოლონეთი

 პიოტრ ზარემბა

 

  ეს ტექსტი დაიწერა – სულ რაღაც 15 წუთში, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა სტუდია – IPSOS-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ( „კანონი და სამართალი“ – 36.8%, „სამოქალაქო კოალიცია“ – 31. 6 %, „მესამე გზა“ – 13%, „ახალი მემარცხენეები“ – 8.6%, „კონფედერაცია“ – 6.2 %). ამთავითვე ვიტყვი, ეს არ არის საბოლოო შედეგი. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ექსპერტი – მარცინ პალადე აღნიშნავს: თუკი იმ ამომრჩევლის პროცენტი, რომელიც უარს ამბობს მისი რჩეულის გამჟღავნებაზე, აღემატება 20%-ს, მაშინ ოფიციალური რეზულტატი, შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს წინასწარი მონაცემებისგან

აქვე დავამატებთ, რომ 20%-იანი მაჩვენებელი, მართლაც გადაილახა. ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი უცნობია და რაკი ასეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი მსხვილი ჯგუფის შესაძლებლობები, არ არის ბოლომდე წარმოდგენილი. ეს უპირველესად უნდა იყოს – „ კონფედერაცია“ და PIS-ი. რატომ? იმიტომ, რომ ამომრჩეველი გრძნობს: ეს ორი ჯგუფი, არ სარგებლობს დიდი პატივისცემით მედიის დიდ ნაწილისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისგან. და ეს ასეა, მიუხედავად მემარჯვენეების 8- წლიანი მმართველობისა.

ორი გამარჯვებული?

დღეს ჩვენ გვაქვს მკაფიო სურათი. 3 პარტია, რომელთაც დემოკრატიულად მიიჩნევენ, წარმოადგენენ თვითკმარ უმრავლესობას. ამ თვალსაზრისით, დონალდ ტუსკს აქვს საფუძველი, რომ  ეს ბანაკი კოლექტიურ გამარჯვებულად გამოაცხადოს. საკითხავი ისაა, კიდევ თუ შეიცვლება რამე. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ორი ვადის შემდეგ, PIS-მა დაიკავა პირველი ადგილი, თავისთავად მოვლენაა. ასეთი რამ, არასდროს მომხდარა მესამე რესპუბლიკასი. SLD-ი, AWS-ი, ისევ SLD-ი, PiS-ი – პირველი ვადის – „სამოქალაქო პლატფორმა“ კი ორი ვადის შემდეგ, ყოველთვის ეშვებოდა დაბალ საფეხურზე. ან როგორც AWS-ი და SLD-ი, ხელმეორედ ექცეოდნენ სიის ბოლოში. შესაბამისად, ისინი იღებდნენ მინიმალურ საპარლამენტო წარმომადგენლობას. ახლა საქმე სხვაგვარადაა.  PIS-მა წააგო, მაგრამ სწორედ ის იძლეოდა ტონს საარჩევნო კამპანიის დროს, აიძულებდა რა ოპოზიციას – ჩართულიყო ისეთი საკითხების განხილვაში, როგორიცაა პოლონეთის საზღვრების დაცვა, მიგრაციის საფრთხე, პრივატიზაციაზე უარი ან ევროპული ელიტის საპირისპირო პოზიცია, რომელიც ფედერალიზაციის გეგმებს აწყობს.

ახლა PIS-ი, თუნდაც წაგებული, მაგრამ სულ ცოტა 2 წლით (საკუთარი პზიდენტით პოსტზე), დარჩება მნიშვნელოვან აქტორად პოლონეთის პოლიტიკურ სცენაზე. მას შეუძლია ჩააგდოს გამარვებულთა ნებისმიერი მსხვილი პროექტი. თუ, რა თქმა უნდა, კოალიცია არ მოინდომებს კანონის გვერდის ავლას. ამგვარი განცხადებები უკვე გაისმა, მაგრამ შესაძლოა ეს იყო საარჩევნო რიტორიკული ტრუკი. არც ისაა გამორიცხული, რომ პირიქით მოხდეს. ჩვენში  არასდროს ყოფილა ასეთი ტოქსიკური პოლარიზაცია. სწორედ მისი პროდუქტია ანგარისშწორების მისწრაფება, რომელსაც ოპოზიციური ბლოკი – „სამოქალაქო კოალიცია“ ავლენს.

გაიმარჯვა ქალაქმა

თუ პროგნოზი გამართლდა, მაშინ შეგვიძლია მივუთითოთ საარჩევნო გარდატეხის მთავარ მიზეზზე. ყველა ჯურის ელექტორატის გიგანტური მობილიზების შედეგად, რაც 72%-იან გამოცხადებაში გამოიხატა, აშკარაა მსხვილი ქალაქების გამარჯვება ქვეყნის სოფლებსა და სასოფლო დასახლებებზე ანუ ფართო გაგებით – პროვინციაზე. რამდენად არის ეს რეალური ინტერესების შეჯახება? და რამდენად გამოხატავს  ეს მსხვილი ქალაქების განწყობილებას, რომ „ევროპული“, „თანამედროვე“, და „კანონმორჩილი“ ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა, უფრო სასიკეთოა? იქნებ ეს მოასწავებს  ტენდენციას, რომ მოქალაქეებს სურთ ეკუთვნოდნენ საშუალო ფენას ან ელიტას?

ჭრელი ოპოზიცია

იმედი იმისა, რომ“მესამე გზა“ ვერ გასცდებოდა 8%-იან ზღურბლს, იყო მთავარი მდგენელი მმართველი ძალის ოპტიმიზმისა, რომ მისი გამარჯვება იქნებოდა გაცილებით შთამბეჭდავი, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო სიმბოლური პირველი ადგილი, მაგრამ „მესამე გზამ“ – მშვენიერი შედეგი აჩვენა. ის იქცა ტრამპლინად მათთვის, ვისაც აღარ ხიბლავდა PIS-ი, მაგრამ აშფოთებდა დონალდ ტუსკის აგრესიულობა. ლიდერი პარტიის აზრით, ამომრჩეველმა მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება. პრაქტიკულად კი ამ ამომრჩეველმა გზა გაუკვალა  ტუსკის გამარჯვებას თამაშის დამლევს. აქ ნაკლებმნიშვნელოვანი იყო კონკრეტული პროგრამული წინადადებები, გადამწყვეტი როლი შეასრულა აღქმამ.

ჩვენის მხრივ, დავსძენთ, რომ „მესამე გზა“ (იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზი ასრულდა), იქცა საყრდენად პროვინციელთა – სულ ცოტა ნაწილისთვის. PSL-ის სატყუარამ იმუშავა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს  კონგლომერატი, წვეთი წყალივით ჰგავს „სამოქალაქო პლატფორმის“ აქტივს, ხანდახან კი „მემარცხენების“ – შიმონ გოლოვნის კონსერვატიული აპარატის, კოსანიაკ-კამიშის მხარდამჭერებს. მთლიანობაში ეს ერთობა, ხელოვნურია და ცუდადაა დაკომპლექტებული, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა PIS-ის მისაღებში მოსახვედრად.

ყოველივე ამაზე ვსჯელობთ იმის გათვალისწინებით, რომ ამ დიაგნოზებისგან ზოგიერთის გადახედვა მოგვიწევს. თუმცა, როგორც ჩანს ე.წ. ანტი-PIS-ი,  მიიღებს არითმეტიკული უმრავლესობის  ხმებს ანუ  ყველაზე მეტი იქნება  სეიმში… არაა გამორიცხული, ჯამურად – PIS-ის მხარდამჭერები, უფრო ფართოდ კი მემარჯვენეები, მეტი აღმოჩდნენ საკანონმდებლო ორგანოში, რაც მათ უტოვებს იმის იმედს, რომ ისინი შეძლებენ მთავრობის ფორმირებისთვის ბრძოლას. იქნება კი ეს საკმარისი – სიტუაციის ძირეულად შესაცვლელად? ამ ეტაპზე, ეს ნაკლებსარწმუნოა.

By admin