American Thinker აშშ
ალეკსანდრ მარკოვსკი
2019 წლის აპრილში, როცა უკრაინაში ყველა ოპტიმიზმით იყო აღსავსე, პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს – კანდიდატი, რომელიც მთელ მსოფლიოს ჰპირდებოდა ხელისუფლებაში არსებული კორუფციის აღმოფხვრასა და ეკონომიკურ კეთილდღრეობას. გავიდა 4 წელი: უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასში, სამოქალაქო დაპირისპირება საერთოეროვნულ კონფლიქტში გადაიზარდა, დაინგრა ქვეყნის ინფრასტუქტურა, დაიღუპა ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, ხოლო მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა. კორუფციამ ხელისუფლებაში – მიაღწია არნახულ მასშტაბს, ქვეყანა სიღარიბეში ჩავარდა…
1991 წელს, როცა უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა მისი სახელმწიფო ვალი 0.4 მილიარდს შეადგენდა, 2018 წლისთვის ანუ ზელენსკის ინაუგურაციამდე, ის 76 მილიარდს აღწევდა, 2023 წლისთვის კი – 120 მილიარდს გადააჭარბა და მას შემდეგ, განუხრელად იზრდება. ქვეყანას თავი გააქვს საერთაშორისო დახმარების წყალობით, ხოლო ისინი, ვინც 4 წლის წინ იძლეოდნენ „თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის“ (вільна та незалежна Україна) პირობას, უბრალოდ ფლიდები და ფარისევლები აღმოჩდნენ.
მაინც რა მოხდა უკრაინაში? ეს რომ გავიგოთ, მოგვიწევს წარსულს გადავხედოთ. უკრაინა – ბოლშევიკური ინჟინერიის პირმშოა. შეიქმნა რა რუსული იმპერიის მიწებზე (1919 წელს), ის მოსკოვის დაქვემდებარებაში იყო 1991 წლამდე, შემდეგ კი აღმოჩნდა „უფროსების მეთვალყურეობის გარეშე“. ქვეყნის ახალ ლიდერებს არ ეყოთ გამოცდილება და ინტელექტი გაეაზრებინათ გეოპოლიტიკა, ემართათ რისკები, განესაზღვრათ მოკლევადიანი და მუდმივი ინტერესები და ასე ეკეთებინათ გაცნობიერებული ეკონომიკური და პოლიტიკური არჩევანი.
საბჭოთა კავშირიდან, უკრაინას მემკვიდრეობით ერგო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ბაზა. უკრაინა აწარმოებდა ტრაქტორებს, თვითმფრინავებს, ხომალდებს, ელმავლებს, ტურბინებს – ჰიდროელექტროსადგურებისთვის, ელექტროძრავებსა და ტრანსპორმატორებს, ასევე სახალხო მოხმარების საქონლის უზარმაზარ ასორტიმენტს. მას გააჩნდა სამხედრო ტექნიკის წარმოების ხაზებიც, უშვებდა ტანკებს, რაკეტებს, გამანადგურებლებლებს… ქვეყნის მეტალურგიული ქარხნები აწარმოებდა მილიონობით ტონა ფოლადს, ხოლო ქვანახშირის საბადოებიდან, ყოფილი საბჭოეთის მეტალურგიულ და ელექტროსადგურებს, მიეწოდებოდა საწვავი. ყოველივე ამის და განსწავლული მოსახლეობის გათვალისწინებით, უკრაინა ერთ-ერთი მსხვილი ეკონომიკა უნდა ყოფილიყო ევროპაში. სამწუხაროდ, უტვინო უკრაინელმა ხელმძღვანელებმა დაიტაცეს საბჭოთა მემკვიდრეობა, ხოლო დამანგრეველი კონფლიქტის შედეგად, დაიქცია ისიც, რაც იყო დარჩენილი ამ ერთ დროს აყვავებული ქვეყნიდან.
ზელენსკის ესმოდა, რომ კორუფცია იყო სიმსივნე, რომელიც უკრაინას შიგნიდან ღრღნიდა. ამდენად, პოსტზე არჩევის შემდეგ, მან ოპერატიულად შეცვალა მექრთამე მოხელეები და მიიღო ანტიკორუფციული კანონმდებლობა. ეს ცვლილებები არ შეხებია საქმიან ურთიერთობებს, რომლებიც ჩამოაყალიბა ექვსმა წინამორბედმა ადმინისტრაციამ, კულტურის სფეროც კი კორუფციაში ჩაეფლო.
ის ვერ მიხვდა, რომ უკრაინული კორუცია სისტემური ხასიათის იყო. მას არ წარმოადგენდნენ მხოლოდ ადამიანები, ეს იყო მთელი სისტემა. თანაც ის მოიცავდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის სასამართლოს, თავდაცვას, სამართალდამცავ ორგანოებს, საბანკო სფეროს, სამედიცინო დარგს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას, ანუ ის საკუთარ თავს, თავადვე ასაზრდოებდა.
ასეთ დროს, მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ახალი ანტიკორუციული სტრუქტურა შეიქმნება, ახლადდანიშნულები მყისვე დაიწყებენ საკუთარი ჯიბის შევსებას, ხოლო ახალი დანაყოფები, ქმნის კორუფციის დამატებით რგოლს.
შეეჭიდა რა კორუციის აღმოფხვრის ურთულეს ამოცანას, ზელენსკი მიხვდა, რომ ამისთვის არ კმარა წინასაარჩევნო გამოსვლები, საჭირო იყო მართვის უნარები, გამჭრიახობა და პოლიტიკური ნება. შესაბამისად, ის არა მარტო მოერგო არსებულ სისტემას, არამედ გააკეთა დაუჯერებელი რამ: მან უკრაინა კორუფციის ახალ რელსებზე გადაიყვანა და „სახელმწიფო კეთილდღეობა“ პირადი ინტერესებით ჩაანაცვლა. ანუ მოიქცა იმგვარად, როგორც უკრაინაში ამბობენ, მგლებში თუ გაერევი, მგლურად უნდა იყმუვლოო.
დღეს ნებისმიერი სახელმწიფო გადაწყვეტილება, ეხება ეს ეკონომიკას, სოციალურ პროგრამებს თუ საგარეო პოლიტიკას (ომისა და მშვიდობის საკითხების ჩათვლით) მიიღება კორუფციული ინტერესის კარნახით.
კორუფციამ დიდი როლი ითამაშა უკრაინის აღმოსავლეთში გაჩაღებულ კონფლიქტებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, გაირკვა უკრაინის საზღვრები, რომლის ფარგლებში, უკრაინა დამოუკიდებლად ცნეს . ფაქტობრივად ათასობით რუსი, პოლონელი, უნგრელი და რუმინელი აღმოჩნდა მახეში, ვინაიდან ახალ წარმონაქმში გაჩნდა ეთნიკური შეუთავსებლობის ნიშნები და ზელენსკის წინამორბედ პოროშენკოსაც არ გასჭირვებია კონფლიქტის პროვოცირება აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც მან იძულებით მოახვია თავს იქ მცხოვრებთ – უკრაინული ენა.
ზელენსკის შეეძლო წასულიყო შეთანხმებაზე, უკმაყოფილო აღმოსავლეთ რეგიონებისთვის შეეთავაზებინა შეზღუდული ავტონომია, რომელსაც ისინი იმთავითვე ითხოვდნენ – ამით შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო სისხლიანი დაპირისპირება. ამის ნაცვლად, მან გააგრძელა წინამორბედის პოლიტიკა და გადაწყვიტა ეთნიკური კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრა. საბრძოლო მოქმედების განახლების მიზეზი კი, უპირველესად ფინანსურია.
წარმოჩინა რა უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლად, ზელენსკი
პოროშენკის მსგავსად ამტკიცებდა, რომ უკრაინა წუთი წუთზე დაეცემოდა აღმატებული ძალის წინაშე და ამიტომ, ის მოედო მთელს მსოფლიოს სამხედრო და ეკონომიკური დახმარების თხოვნით. ზელენსკისა და მისი გარემოცვისთვის სამხედრო კონფლიქტი და კორუფცია კი განუყრელი ცნებებია.
ფულის მოხვეჭის სურვილმა, ზელენსკი და კომპანია რუსეთთან კონფლიქტამდე მიიყვანა. ვიდრე თავის ქვეყანას საშინელ და საბოლოო ჯამში, თვითმკვლელ კონფლიქტში ჩაითრევდა, ზელენსკიმ ეჭვგარეშეა იცოდა, რომ უკრაინას ხურდა ფული ფუნქცია ენიჭებოდა გეოპოლიტიკურ ომში აშშ-ს (ნატოს) და რუსეთს შორის. მას შეეძლო ომის თავიდან აცილება თუ ნატოს წევრობაზე უარს განაცხადებდა.
ამის ნაცვლად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ზელენსკიმ მთელი ძალისხმევა შეალია იმას, რომ კარს მომდგარი უბედურების თავიდან აცილებაში არ ჩართულიყო მესამე მხარე. მან ჟურნალისტებს განუცხადა: „მოდის სიგნალები, მათ შორის გავლენიანი სახელმწიფოების ლიდერებისგან, რომლებიც ადასტურებენ, რომ ხვალ დაიწყება სამხედრო დაპირისპირება“ – განაცხადა მან კიევში გამართულ პრეკონფერენციაზე. მისი თქმით, უკრაინის ყველაზე დიდი საშიშროებას „შიდა სიტუაციის დესტაბილიზაცია წარმოადგენს“.
ნათქვამიდან გამომდინარე, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ იყო მთავარი საფრთხე – ეს იყო შესაძლებლობა.
ამის შემდეგ ზელენსკიმ „გამოაგორა“ ჰიტლერის გვამი და ის პუტინს შეადარა, რათა საერთაშორისო მხარდაჭერა მოეპოვებინა. ზელენსკის ლოგიკით, რაკი უკრაინა იცავს ევროპას „პუტინისტური იმპერიალიზმისგან“, დასავლეთმა ამისთვის უნდა გადაიხადოს. არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ იმავდროულად ის ითხოვს უკრაინის ნატოში მიღებას, რომ შემდეგ კი ამ უკანასკნელს მოუწიოს, თავად დაიცვას უკრაინა იგივე „პუტინისტური იმპერიალზმისგან“.
მისი ვირტუოზული სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ვიდრე უკრაინაში სუფევს სიკვდილი და ნგრევა, კონფლიქტი უზრუნველყოფს შეუზღუდავ შემოდინებას იმ სახსრებისა, რომლებიც ილექება ზელენსკისა და ახლანდელი უკრაინული პოლიტიკური ელიტის ჯიბეში.
ისტორიის ანალებში ძნელია მოიძიო მაგალითი, სახალხოდ არჩეულ ლიდერს ასე გაენიავებინოს ამხელა პოლიტიკური კაპიტალი, ეღალატოს საკუთარი ხალხისთვის და კეთილი ზრახვები, პირად გამდიდრებაში დაეხურდავებინოს.