Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Telegraph  დიდი ბრიტანეთი

დომინიკ ნიკოლზი

 

 უკრაინელ სტრატეგებს, არ აწყენთ ძველი საომარი ჭეშმარიტების შეხსენება: გაითვალისწინე, რომ მომხდურსაც აქვს ხმის უფლება

იმის თქმა, რომ უკრაინის კონტრშეტევა წინ არ მიიწევს ისე სწრაფად, როგორც ეიმედებოდათ – ეს ობიექტური რეალობაა.

თუმცა იმის მტკიცება, რომ მოვლენები გაცილებით უფრო სწრაფად უნდა ვითარდებოდეს და რომ უკრაინა უფრო მეტს მიაღწევდა დასავლური „მართებული“ დასავლური ტაქტიკის გამოყენებით – ასევე სამხედრო საკითხების დილეტანტური განხილვა იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, სწორედ ასეთი აზრი გამოთქვეს გერმანელმა სამხედროებმა, რომლებმაც თვის დასაწყისში, კონტრშეტევის საკუთარი  შეფასება „ჩაგვაწვეთეს“ და გააკრიტიკეს კიევი იმაში, რომ ის, პრაქტიკაში, ცუდად იყენებს დასავლურ საწვრთნელ ბანაკებში მიღებულ ცოდნას.

საქმე ისაა, რომ აშშ-ს გაერთიანებული შტაბების მეთაურის – მარკ მილის თქმით, ქვეყნის სამხრეთში, უკრაინული ძალების წინაშე დგას არნახული სირთულის ამოცანა: გაარღვიოს პროფესიონალურად აგებული თავდაცვითი პოზიციები, გადალახოს დანაღმული ველები – თანაც იმ პირობებში, როცა ვერ ბატონობ ჰაერში და როცა რუსული არტილერია განაგრძობს ტერიტორიების დანაღმვას.

ამას ემატება ვითარება, როცა ხშირ შემთხვევაში, უკრაინას ბრძოლაში შეჰყავს გამოუცდელი ახალწვეულები, პარალელურად ეუფლება დასავლური ტექნიკას და თან   უარის თქმა უწევს საბჭოურ სტრატეგიაზე, ასე რომ ადვილი მისახვედრია, რომ ამოცანა, მართლაც ტიტანურია.

ერთი რამ ცხადია, უკრაინული შენაერთები დასავლური ტექნიკის გარეშე, როგორიცაა, ვთქვათ “ლეოპარდ-2“, უფრო მეტ წარმატებას აღწევენ დანგრეულ ბახმუტში, ვიდრე მათი მეგობრები ქვეყნის სამხრეთში, რაც ცხადყოფს, რა ძალისხმევას იჩენს რუსეთი, რათა შეაჩეროს კიევის წინსვლა აზოვის ზღვისკენ.

რა თქმა უნდა, შანსი იმისა, რომ აფეთქებულ დასავლურ ტანკებში გადარჩე,  ბევრად მეტია, ვიდრე რუსულში, მაგრამ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი „ლეოპარდს“ მუხლუხოს ისევე აძრობს, როგორც Т-64-ს. ეს ამუხრუჭებს უკრაინელების ნებისმიერ შეტევას და მხნეობას მატებს თავდაცვაში მყოფ რუსებს.

სამხრეთ ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე, რუსული ნაღმების სიმჭიდროვე –  ერთ კვადრატულ მეტრზე 5 ცალს აღწევს. როგორც ბრიტანული სამხედრო დაზვერვა იტყობინება, მათ დიდი ნაწილზე ამოიზარდა მცენარეები, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას.

ასე რომ ივნისში დაწყებული კონტრშეტევა,  მეტად მძიმედ მიდის. ამან აიძულა უკრაინა შეეცვალა ტაქტიკა: მძიმე ტექნიკით შტურმის ნაცვლად, აერჩა ქვეითებით შეღწევის მეთოდი. უნდა ითქვას, რომ ეს უკეთ მიესადაგება უკრაინელების ძლიერ მხარეებს, რაგინდ მოძველებული არ უნდა იყოს, ვიდრე ის, რასაც ქადაგებს დასავლეთი.

ბრძოლის წარმოების ეს ხერხი, გაცილებით დამქანცველია, თუმცა შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინას უკეთ გამოსდის ოცეულისა და ასეულის დონეზე შეტევის კოორდიინაცია. კიევი გაცილებით უკეთ ახერხებს ქვეითებისა და არტილერიის თანწყობას და წინ მიიწევს ცოცხალი ძალის ნაკლები დანაკარგით.

მართალია, ფრონტიდან დეტალური ინფორმაცია ჩვენამდე  არ აღწევს, მაგრამ რუსებმა შეძლება წაიფორხილონ და ბზარს (მათ რიგებში), მოჰყვება უკრაინის არმიის ისეთივე გაჭრა სივრცეში, როგორც ეს მოხდა ხარკოვის ოლქში.

თუმცა სამხედრო პოტენციალის გაზრდა, სიტუაციის გარდატეხა, ჩიხიდან გამოსვლა და კრემლისთვის დაუძლეველი პრობლემის შექმნა, თვეებს მოითხოვს. რა თქმა უნდა, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ავიაციის, თუნდაც F-16-ების, ვერტმფრენებისა და სადესანტო საშიუალებების გადაცემა – ცალსახად მოიტანს წარმატებას. დიეპის უშედეგო სადესანტო რეიდი და არნემის ყბადაღებული შტურმი მეორე მსოფლიო ომის დროს  (ეს მოვლენები დაედო საფუძვლად სამხედრო კინოეპოპეას – „ ხიდამდე, მეტად შორია“), ცხადყოფს, რით შეიძლება დასრულდეს ამგვარი ოპერაციები.

უკრაინას შეუძლია გაარღვიოს რუსული ზღუდეები უფრო ჩრდილოეთით, შემდეგ კი მოუბრუნდეს აღმოსავლეთს და სამხრეთს და ზურგში მოექცეს რუსებს. თუმცა ამ ნაბიჯს ექნება თავისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები: გაშიშვლებული ფლანგი და გრძელი ლოგისტიკური კუდი. ფრონტის ხაზზე, მარტივი პასუხები არ არსებობს. უკრაინელ სტრატეგებს უნდა ახსოვდეთ ერთი ჭეშმარიტება:  არასდროს დაივიწყო, რომ მტერსაც აქვს ხმის უფლება.

By admin

You missed