Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

INSTITUTE FOR THE STUDY OF WAR (ISW)  აშშ

ფრედერიკ ვ. კაგანი, კატერინა სტეპანენკო და ჯორჯ ბაროსი

 

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი – ენით აღუწერელ ტანჯვას აყენებს უკრაინელებს და საზარელ მსხვერპლს ითხოვს საკუთარი ხალხისგან, მისი მისწრაფებით – აიღოს ქალაქი, რომელიც მასაც კი არ უნდა უღირდეს, ასეთ ფასად

რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რის მიზანსაც მთელი ქვეყნის ოკუპაცია და მიტაცება წარმოადგენდა, გადაიქცა თავგანწირულ და სისხლიან მცდელობად ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქის აღებისა, და ეს ხდება მოსკოვის არცთუ უმნიშვნელო, მაგრამ მაინც შეზღუდული წარმატების ფონზე – უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. უკრაინამ ორჯერ აიძულა პუტინი, გადაეხედა თავისი სამხედრო მიზნებისთვის. უკრაინამ დაამარცხა რუსეთი კიევისთვის ბრძოლაში და პუტინმა თავისი მიზნები, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქების – დონეცკისა და ლუგანსკის – დაპყრობამდე დაიყვანა. უკრაინამ, მას ამ მიზნის განხორციელებაც არ დაანება და აიძულა პუტინი, რომ მას მთელი ყურადღება ლუგანსკის ოლქის სრულად დაპყრობაზე გადაეტანა. ახლა პუტინი ხალხისა და საბრძოლო მარაგების გადასროლას ახდენს ოლქის უკანასკნელ დასახლებულ პუნქტ სევეროდონეცკში, გეგონება, რომ მისი აღება, ამ ომის ბედს, კრემლის სასარგებლოდ წყვეტდეს. ის ძალიან ცდება.

როცა სევეროდონეცკის ბრძოლა დასრულდება, განურჩევლად იმისა, ვის დარჩება ქალაქი, რუსეთის შეტევა (ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე) მიაღწევს კულმინაციას, რაც უკრაინას შესაძლებლობას გაუჩენს, განაახლოს კონტრშეტევა ოპერატიულ  დონეზე და უკუგდოს რუსული ჯარი.

რუსი ჯარისკაცები უტევენ სევეროდონეცკს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოაქციეს ის ალყაში. ისინი აღწევენ ტერიტორიულ წარმატებებს, შესაძლებელია ხელთ იგდონ კიდეც ქალაქი და მისი მიმდებარე დასავლეთ რაიონები. უკრაინელი მებრძოლები შეეჯახნენ ყველაზე სერიოზულ გამოწვევას, მარიოპოლში – „აზოვსტალის“  იზოლაციიდან მოყოლებული და გამორიცხული არაა, რომ  მათ იწვნიონ მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხიც უახლოეს დღეებში, მაგრამ თუ სევეროდონეცკი დაეცა, შედეგი არ იქნება განმსაზღვრელი და შესაძლოა შეტევა – ისევ „გაიჭედოს.“

რუსები, ამჟამინდელი ტაქტიკური წარმატებისათვის, იხდიან საფასურს, რომელიც განუზომლად აღემატება რეალურ ოპერატიულ თუ სტრატეგიულ სარგებელს. თვით სევეროდონეცკი, ომის ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია იმდენად, რომ ის ბოლო დასახლებული პუნქტია ლუგანსკის ოლქში, რომელსაც რუსები ვერ აკონტროლებენ.

მისი დაუფლება მოსკოვს ათქმევინებს, რომ საფრთხისგან იხსნა მთელ ლუგანსკის ოლქი, მაგრამ რუსეთს,  რაიმე სამხედრო ან ეკონომიკურ წარმატებას, ეს არ მოუტანს, თუ გავითვალისწინებთ, როგორ ანადგურებენ რუსები ქალაქს იერიშის დროს. მათ ხელში შერჩებათ მხოლოდ ნანგრევები, ისიც მაშინ, თუ მისი მიტაცება მოახერხეს. სევეროდონეცკის აღება, რუსეთს მოუპოვებს უკრაინის დასავლეთში მიმდინარე ოპერაციის მხარდაჭერისთვის მომგებიან დამაკავშირებელ ხაზს, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს იგივეს, გაცილებით ხელსაყრელი იზიუმიდან, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ ამდენი ყურადღება დაუთმეს სევეროდონეცკს.

პარალელურად, რუსები აღწევენ შეზღუდულ პროგრესს დონეცკის ოლქის არაოკუპირებულ რაიონებში. რუსი მეომრები რამდენიმე კვირაა,  ვერ ახერხებენ იმ შეხების ხაზის გადაკვეთას, რომელიც 24 თებერვალს ჩამოყალიბდა – შეტევითი ოპერაციები კი იზიუმიდან სამხრეთისგან – დიდწილად „გაშეშებულია“. სევეროდონეცკის აღება, მათ დაეხმარებოდათ სხვა ნაწილების გამოთავისუფლებაში, თუკი ის იქნებოდა შემდგომი ოპერაციებისთვის იმპულსის მიმცემი, მაგრამ სევეროდონეცკის ბრძოლა, სავარაუდოდ დააბრკოლებს რუსეთის ფართომასტშაბიან შეტევით ოპერაციებს.

რუსეთის წარმატება სევეროდონეცკის შემოგარენში იმითაა გაპირობებული, რომ მოსკოვმა, აქ, თავი მოუყარა ცოცხალ ძალას, ტექნიკას და მატერიალურ საშუალებებს ყველა სხვა მიმართულებიდან – ერთადერთი მიზნით. რუსული შენაერთები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაწინაურდნენ სხვა მიმართულებებზე, უპირატესად ისინი ამას არც ცდილობენ. მიუხედავად ზემოთქმულისა, სევეროდონეცკში უკრაინელმა დამცველებმა საშინელი ზიანი მიაყენეს რუს თავდამსხმელებს. მოსკოვი ვეღარ შეავსებს ეფექტიანი საბრძოლო ძალის დანაკარგს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ სევეროდონეცკი დაიკავა, რადგან მთელი საბრძოლო  ძალის ერთ ქალაქზე დახარჯვა, არასერიოზულია.

უკრაინელ მებრძოლებსაც დიდი დანაკარგი აქვთ სევეროდონეცკისთვის  ბრძოლაში, ეს ეხება სამოქალაქო სექტორსა და ინფრასტრუქტურასაც, მაგრამ რუსეთმა სევეროდონეცკზე შეტევას, გაცილებით მეტი ძალა შეალია, ვიდრე უკრაინამ მის დაცვას, რაც  ხარისხობრივად კიევის სასარგებლოდ მეტყველებს. უკრაინელები იღებენ შევსებას და მატერიალურ დახმარებას მოკავშირეებისგან (რაგინდ მდორე და შეზღუდული არ უნდა იყოს ეს ნაკადი), რუსები კი პირიქით, ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ ხარჯავენ მათ ხელთ არსებული რესურსების  და რა არსებობს იმის ნიშნები, რომ ამ მხრივ უახლოეს თვეებში, რამე შეიცვლება.

არგუმენტები იმისა, რომ რუსი ოფიცერთა პროფესიული დაკნინება ხდება, სულ უფრო მრავლდება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ განაცხადა, რომ რუსი მეთაურები ცდილობენ შეინარჩუნონ სამხედრო ტექნიკა და უკრძალავენ მძღოლებს იმ დაჭრილი სამხედროების ევაკუაციასა და შენაერთების საჭირო საშუალებებით მომარაგებას, რომლებიც წინ გაიჭრნენ. დაჭრილთა ევაკუაციის ხარჯზე ტექნიკის შენარჩუნება (თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით) სამხედრო პროფესიონალიზმის საოცარი უგულვებელყოფაა. ასეთი ქცევა სერიოზულად აზიანებს მებრძოლების მორალურ სულისკვეთებას და მზადყოფნას იბრძოლონ თავდაცვითი ხაზის მიღმა. ISW-ს არ შეუძლია შეამოწმოს უკრაინის სადაზვერვო უწყების ანგარიშში ასახული ფაქტების მართლზომიერება, თუმცა რუსი მილიბლოგერების კომენტარები, ამ მოსაზრებას ირიბად ადასტურებს. რუსმა მილბლოგერმა – ალეკსანდრე ჟიჩკოვსკიმ გააკრიტიკა  რუსეთის სამხედრო მეთაურობის  რეზერვისტებისადმი დამოკიდებულება ნაკლებპრიორიტეტულ – ზაპოროჟიეს ფრონტზე. ჟიჩკოვსკიმ თქვა, რომ რუსმა მეთაურებმა, მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯგუფები, შეყარეს უკრაინული არტილერიის ინტენსიური მოქმედების ზონაში (საარტილერიო მხარდაჭერის გარეშე) და არ მოახდინეს დაჯგუფებების როტაცია  ამ ზონების განსატვირთად. ჟიჩკოვსკი აღნიშნავს, რომ რუსი მეთაურები პასუხისმგებლები არიან დიდძალ დანაკარგზე და ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებზე ჯარისკაცებს შორის. მეორე ბლოგერი ხოდაკოვსკი აცხადებს, რომ რუსი მეთაურები დროულად არ ახდენენ დამხმარე ძალის მიწოდებას და რუს მეომრებს არ აძლევენ დასვენების საშუალებას სახმელეთო შეტევებს შორის პერიოდში.

რუს ოფიცრებში პროფესიონალიზმის კლებამ, შეიძლება უკრაინელებს დამატებითი შანსი მისცეს. რუსების საბრძოლო სულისკვეთება, ისედაც დაბალია და თუ კიდევ უფრო დაეცა,  რუსები, რომლებიც გაიჩხირნენ მეორეხარისხოვან მიმართულებებზე, დაკარგავენ ბრძოლის სურვილს იმის გამო, რომ მთელი შეტევითი პოტენციალი ჩაბმულია სევეროდონეცკისთვის ბრძოლაში და უკრაინას გაუჩნდება  კონტრშეტევის კარგი პერსპექტივა.

ეს პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია და იქნებ უკრაინამ ვერც მოახერხოს მიცემული შესაძლებლობის გამოყენება. მაგრამ  ეს მიუთითებს რუსეთის წარმართული ოპერაციების სქემაში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე, რის გამოყენებასაც კიევი – დიდი ალბათობით – შეეცდება.

By admin