Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Tygodnik Solidarność  პოლონეთი

გჟეგოჟ კუჩინსკი

 

იმ დროს, როცა ყველას ყურადღება მიპყრობილია პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებისკენ, რუსეთი აუღელვებლად ცდილობს თავისი გეგმის ხორცშესხმას და უკრაინის უკან დაბრუნებას. რუსებმა ცალკეული სამხედრო შენაერთებმა გადაისროლეს უკრაინის საზღვართან, ისევ მოახდინეს დასავლეთში ისტერიკის პროვოცირება (გაზაფხულის მსგავსად, გაიმეორეს   ომის დაწყების მუქარა) და რაც მთავარია  გადაწყვიტეს კიევის ენერგეტიკულად მოშთობა

„დასავლეთი-2021“-ის შემდეგ, რუსეთს დისლოკაციის ადგილზე არ დაუბრუნებია სწავლების მონაწილე ყველა შენაერთი. ზოგი მათგანი ბელორუსის და რა თქმა უნდა, უკრაინის საზღვრებთან დატოვეს. უკრაინელი გენერლები, ამის შესახებ მიუთითებდნენ, მაგრამ ამ თემით არავინ დაინტერესებულა. მხოლოდ მაშინ, როცა „ვაშინგტონ პოსტმა“ და „პოლიტიკომ“ აღნიშნეს რუსეთის ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღართან, ყველამ დაიწყო მღელვარე საუბარი იმის შესახებ, მოასწავებდა თუ არა ეს ომს. ისე მოხდა, რომ დასავლური პუბლიკაციების გამოქვეყნება დაემთხვა მოსკოვში ნულანდის ვიზიტს, რომელიც ამერიკული დიპლომატიის „აღმოსავლეთ მიმართულებას“ კურირებს.

რა არის ეს, ნაცნობი ისტორია ომის მუქარისა, რამაც ბაიდენს დათმობაზე წასვლა უნდა აიძულოს? როგორც ჩანს, ასეა, რაკი აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთში ცსს-ს ხელმძღვანელი გაგზავნა და მაშინვე ტელეარხმა „სი ენ ენ“-მა ყველას დიდი ზარზეიმით ამცნო, რომ უილიამ ბერნსი გეგმავდა ნიკოლაი პატრუშევთან და ნიკოლაი ნარიშკინთან განეხილა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების საფრთხე.

ასეთი ცნობები უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას, უფრო ზუსტად მასთან დაკავშირებული ექსპერტთა წრეს.   უჩვეულოა მოსაზრება, რომ თუ პუტინი გადაწყვეტს ახალ „პატარა ძლევამოსილ ომს“, ამერიკა კიევს ვერ დაიცავს. „სი ენ ენ“-ის ეს მიგნება მოსკოვში ალბათ დიდი კმაყოფილებით მოისმინეს. ის ხომ ზუსტად იმას ცდილობს, როგორმე დაარწმუნოს დასავლეთი, რომ  აღმოსავლეთში ომს იწყებს. ახლა ბერნსს მივუბრუნდეთ და გავიხსენოთ: სწორედ ის იყო ერთ-ერთი არქიტექტორი ბარაქ ობამას დროინდელი სამარცხვინო გადატვირთვისა. ომი, რა თქმა უნდა, არ იქნება. ჯერ ერთი, ამას ხელს არ უწყობს ამინდი (რუსული ტანკები, ასეთ ვითარებაში, სადმე – დნეპრის მიღმა სტეპებში გაიჩხირება) და მეორე – კრემლი ახლა ატარებს სპეციალურ ოპერაციას. მას აქვს ორი განზომილება. ერთ სიბრტყეზე ჩვენ თვალს ვადევნებთ კონფლიქტის ესკალაციას დასავლეთისა და ბელორუსის საზღვარზე. ასეთ დროს ვის სცხელა უკრაინისთვის? და მეორე განზომილება ( თუ საერთოდ ვინმეს ახსოვს უკრაინელები) – იმ „თვალთმაქცობას“, რასაც რუსი ჯარისკაცების უკრაინის საზღვართან თავმოყრა ჰქვია, ემატება პროვოკაციები დონბასში. რეალური ქმედები კი, რომლებიც ითვალისწინებს დაასუსტოს, ან სულაც მუხლებზე დასცეს ხელისუფლება კიევში, მიმდინარეობს ზედმეტი ხმაურის გარეშე, ნაკლებ სასეიროა და მათი ინსტრუმენტებია, არა ტანკები და რაკეტები, არამედ გაზი, ქვანახშირი და ელექტროენერგია.

საყოველთაო ყურადღება გამახვილებულია გაზის თემატიკაზე. ლურჯი ენერგიის დეფიციტი ევროპაში, რა თქმა უნდა, ეხება უკრაინასაც. შეგახსენებთ, რომ კიევი უკვე მრავალი წელია აღარ ყიდულობს გაზს რუსეთისაგან. ის ბუნებრივი აირის იმპორტს ეწევა დასავლეთ მიმართულებიდან (თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნედლეული ნაწილობრივ რუსულია). მეორე სფეროა – ტრანზიტი. რუსეთმა შეზღუდა გაზის მიწოდება ევროკავშირსა და მოლდოვაში უკრაინის ტერიტორიის გავლით, რამაც შეამცირა შემოსავალი ბიუჯეტში. თუ ამუშავდება „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ და რუსებს მიეცემათ ექსპორტის შესაძლებლობა უკრაინის გვერდის ავლით, ეს ნეგატიურად აისახება მის უსაფრთხოებაზე სამხედრო კუთხით. რუსეთი უკვე აღარ ინაღვლებს, რომ აღმოსავლეთ მეზობელთან კონფლიქტი, გამოიწვევს ევროპელი კლიენტებისთვის გაზის მიწოდების შეფერხებას.

დღეს კიევი აღიარებს, რომ თუ ზამთარი სუსხიანი გამოდგა, მას პრობლემები შეექმნება საწარმოებისა და ინდივიდუალური პირებისთვის გაზის მიწოდებაში. ეს დიდწილად „გაზპრომის“ პოლიტიკის შედეგია. ისე კი, უკრაინას სხვა ენერგორესურსების დეფიციტიც ემუქრება.

ზამთრის სეზონის წინ, მოსკოვმა გადაწყვიტა ქვანახშირისა და ელექტროენერგიის სექტორებზე იერიშიც. 29 ოქტომბერს რუსებმა გამოაცხადეს, რომ 1 ნოემბრიდან აჩერებენ უკრაინელებისთვის ანტრაციდის ანუ მაღალენერგეტიკული ქვანახშირის  მიწოდებას, რაც აუცილებელია თბოსადგურებისთვის. რუსულმა მხარემ თავისი ნაბიჯი ლაკონურად ახსნა: ანტრაციდი – საჭიროა შიდა ბაზრისთვის. კიევი მძიმე დღეში აღმოჩნდა. მარაგები, შარშანდელი ცივი ზამთრიდან,  მცირე რაოდენობით შემორჩა. ნოემბრის დასაწყისში, თბოელექტროსადგურებზე იყო სულ 578 000 ტონა ქვანახშირი, ხელისუფლება კი გეგმავდა 5-ჯერ მეტის დაგროვებას.

ჩვენ ვხედავთ იგივე სიტუაციას, რაც გვაქვს გაზის სექტორში. რუსული ქვანახშირის მიწოდების შეწყვეტა, უკრაინისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს – ამ სახის იმპორტი, ქვეყნის მოთხოვნილების მესამედს შეადგნდა. კიევს მოუწია გაეზარდა შესყიდვები რუსეთში მას შემდეგ, რაც 2014 წლიდან მას ხელი აღარ მიუწვდება ოკუპირებულ დონეცკში განლაგებულ შახტებზე. რუსული ბლოკადის გამო, ის ახლა იძულებულია ქვანახშირი შეიძინოს აშშ-ში, ყაზახეთში, პოლონეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. დაბალი ფასების იმედი უსაფუძვლოა, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტს ექმნება პრობლემები. გაზის არნახული გაძვირების ფონზე, მთელი მსოფლიოს ელექტროსადგურებში დაიწყეს ქვანახშირის გამოყენება. მაგალითად ჩინეთმა – გაასამმაგა ანტრაციდის შესყიდვები რუსეთში.

ქვანახშირის დეფიციტის ფონზე, უკრაინამ განაცხადა, რომ აუქმებს აკრძალვას, ელექტროენერგიის რუსეთიდან და ბელორუსიდან შესყიდვაზე. პირველი მათგანი არ ამჟღავნებს ინტერესს დენი უკრაინას მიჰყიდოს. მეორემ, თავიდან უარი თქვა აუქციონში მონაწილეობაზე, მაგრამ ბოლოს დათანხმდა სამხრეთელ მეზობელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიევი ვეღარ დაიჭერს ისეთ კრიტიკულ პოზიციას ლუკაშენკოს მიმართ, როგორიც შეესაბამება ამჟამინდელ ვითარებას. პირობებს, ახლა მინსკი და მის უკან მდგომი მოსკოვი კარნახობს. ეს ზამთარი უკრაინის მთავრობისთვის ნევროზული გამოდგება. კიევს ახლა ისღა დარჩენია – ილოცოს, რომ ის, რაც შეიძლება რბილი გამოდგეს.

 

By admin