Daily Express დიდი ბრიტანეთი
ჯონ ვარგა
BBC-ის კორესპონდენტი რუსეთში, სარა რეინსფორდი იძულებული იყო დაეტოვებინა ეს ქვეყანა სამშაბათს 31 აგვისტოს, რადგან რუსმა ჩინოვნიკებმა უარი თქვეს გაეგრძელებინათ მისთვის სამუშაო ვიზა
მოხელეებმა რეინსფორდს აცნობეს, რომ მისი გაძევება რუსეთიდან იყო პასუხი იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2019 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიიღო, როცა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს TACC-ის ჟურნალისტს აეკრძალა გაეთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მუშაობა. BBC-ის ჟურნალისტს, რომელიც რუსეთში ორ ათეულ წელზე მეტია მუშაობს, მისი სტატუსის შეცვლის შესახებ პირადად შეატყობინეს 10 აგვისტოს, როცა ის ბელორუსიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას ამცნეს, რომ ФСБ -მ ის ჩართო ნაციონალური უშიშროების საფრთხეთა სიაში და რომ მას უარი ეთქვა უვადო ვიზაზე.
რეინსფორდის გამგზავრება დაემთხვა კრემლის წინასაარჩევნო შეტევას ჟურნალისტებზე – საპარლამენტო არჩევნები გაიმართება სექტემბერში.
მისი რუსეთში ბოლო მივლინების დროს, რეინსფორდი რუს ჟურნალისტთან განიხილავდა ხელისუფლების მცდელობას, შეზღუდოს თავისუფალი პრესა.
მან გაგვაფრთხილა, რომ რუსეთი ,,მოძრაობს საპირისპირო მი9მართულებით.’’
,,მე ვტოვებ ქვეყანას, სადაც პირველად მაშინ ჩამოვედი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თავისუფალი სიტყვა და სხვა თავისუფლებები იყო რაღაც ახალი და ფასეული’’- თქვა მან
,,იქმნება შთასბეჭდილება, რომ თანამედროვე რუსეთი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით’’- დასძინა რეინსფორდმა.
BBC-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი შეეცდებიან დაარწმუნონ მოსკოვი, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება ჟურნალისტისთვის ვიზის გაუქმების შესახებ.
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა თიმ დეივიმ რეინსფორდის გაძევებას, თავისუფალ პრესაზე პირდაპირი შეტევა უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველას მკაფიოდ აგრძნობინა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ შეცვლის თავის პოზიციას, ვიდრე რუს ჟურნალისტს არ აღუდგენენ დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლებას.
რუსეთის წარმომადგენელთა თქმით, მათ არაერთხელ გააფრთხილეს ლონდონი, რომ პასუხს გასცემდნე ნრუსი ჟურნალისტების სავიზო დისკრიმინაციას დიდ ბრიტანეთში.
ბრიტანეთის საგარეო უწყებამ განაცხადა: ,,რუსი ჟურნალისტები თავისუფლად მუშაოობენ გაერთიანებულ სამეფოში, როცა ისინი მოქმედებენ კანონისა და ნორმატიული ბაზის შესაბამისად.“
რეინსფორდმა გვიამბო, რომ რუსი ჩინოვნიკები არწმუნებდნენ მას, რომ ვიზის საკითხში ,,არ იყო არავითარი პირადული.’’
„ისინი ამ ნაბიჯს საპასუხოს უწოდებდნენ, თუმცა უარი განაცხადე აეხსნათ ჩემთვის, რატომ ჩამრთეს ეროვნული საფრთხეების სიაში“.