Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Jiji იაპონია 

            ავღანეთში – ამერიკის სამხედრო ინტერვენციიდან მოყოლებული -ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პასუხისმგებელმა ანალიტიკოსმა, შემდეგ კი ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში ავღანეთ-პაკისტანის მიმართულების ხელმძღვანელმა – პოლ მილერმა, ინტერვიუ მისცა იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს  – Jiji PRESS-ის ვაშინგტონის ბიუროს

ინტერვიუ განთავსებულია სააგენტოს ცენტრალურ საინფორმაციო რგოლში სახელწოდებით: „აშშ-ს ავღანეთში დამარცხებით, შეირყა ამერიკის კავშირების სისტემა. მოგებული დარჩნენ ჩინეთი და რუსეთი“.

ინტერვიუში მილერი აცხადებს, რომ ამერიკის მისიის მარცხმა ავღანეთში, შეარყია ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური კავშირების სისტემა, რომელსაც აშშ, ასე გულმოდგინედ აშენებდა მთელ მსოფლიოში“. შედეგად, ჩინეთმა და რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი გავლენა. ამერიკელი ექსპერტის ეს მკაცრი დასკვნა, ბევრისთვის მოულოდნელად, დაემთხვა ტრაგიკულ თარიღს – 2001 წლის 11 სექტებერს განხორციელებული საზარელი ტერაქტის 20 წლის თავს.

დღეს უკვე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის პროფესორი, ბატონი მილერი მკაცრად აკრიტიკებს ბაიდენის გადაწყვეტილებას, ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის გაყვანის შესახებ და აცხადებს: „ჩვენ ტერორისტებს ხელში ჩავუგდეთ სახელმწიფო. ამგვარად, გავაკეთეთ არჩევანი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს აშშ-ს უსაფრთხოებას  და ეს მდგომარეობა, ნებისმიერი საშუალებით უნდა აგვეცილებინა თავიდან“. მილერი თვლის, რომ ბაიდენს არა მარტო უნდა შეენარჩუნებინა სამხედრო დასწრება ავღანეთში, არამედ ის უნდა გაეძლიერებინა კიდეც და მას უნდა დაეწყო ახალი მოლაპარაკებები „თალიბანთან“.

მილერმა ასევე აღნიშნა, რომ მარცხი ავღანეთში, ეს არის „ლიბერალურ ფასეულობებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მარცხიც“. მან შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ავტორიტარული ქვეყნები – ჩინეთი და რუსეთი – განიმტკიცებენ თავიანთ პოზიციებს მსოფლიოში. ინიციატივის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ – ფარგლებში, იქმნება უზარმაზარი ეკონომიკური ზონა ჩინეთის წინამძღოლობით, რომელიც ჩაითრევს მრავალ ქვეყანას, რომლებმაც დათმეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სასარგებლოდ, გაებნენ ჩინური „დავალიანების მახეში“, ჭარბი სესხებისა და კრედიტების უღელი, მათ პეკინმა დაადგა.

იმის გამო, რომ ახლა საერთაშორისო ვითარება მიდრეკილია არსებითი გამძაფრებისკენ, პროფესორი მილერი გამოთქვამს  პეზიმიზმს, „რომ მსოფლიო სტაბილურობა, რომელიც ეყრდნობოდა აშშ-ს სამხედრო- პოლიტიკური ალიანსების სისტემას და  ჩამოყალიბდა II მსოფლიო ომის შემდგომ, იქნება გაცილებით მოწყვლადი“. ასეთ პირობებში, მილერის აზრით, მნიშვნელოვანია ლიბერალური მსოფლიო წესრიგის მხარდაჭერა, რაც არის აშშ-სა და სხვა დემოკრატიების აღზევების ძრავა“ და ის რჩება აშშ-ს უსაფრთხოების საკვანძო საკითხად.

იმავდროულად, მილერმა აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოზე ავღანეთის მაგალითის განვრცობა, არ იქნება მართებული. პოლიტიკური სიტუაცია რეგიონიდან რეგიონამდე იცვლება. ასე უპასუხა პროფესორმა მილერმა კითხვას ჩაებმება თუ არა აშშ სამხედრო კონფლიქტში, თუკი ამგვარი ვითარება შეიქმნა  ტაივანთან დაკავშირებით. „არ ვფიქრობ, რომ აშშ-ს უარი ავღანეთზე, უმალ მიგვიყვანს იქამდე, რომ ევროპელი და აღმოსავლეთ აზიელი მოკავშირეები – განიხიბლებიან  აშშ-ში“ – თქვა მან.

By admin