Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

სანკეი სიმბუნი  იაპონია

იუჩი ონოდა

 

  4 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ინტერვიუში, რომელიც მან სანკტ- პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სააგენტოების ხელმძღვანელებს მისცა, განაცხადა: რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები რუსეთის ტერიტორიის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის აკრძალვაზე, ხელს არ შეუშლის რუსეთ-იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას და გამოთქვა რუსეთის მხარის მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებები

ამასთან, პუტინის განცხადებაში იკითხება სურვილი, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს ისე, რომ გადაიდოს ტერიტორიული პრობლემების გადაჭრა. ამით, პუტინის პოზიცია ძირეულად განსხვავდება იაპონიის პოზიციისგან. ტოკიო თვლის, რომ ,,სამშვიდობო ხელშეკრულების’’ ხელმოწერა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც გადაწყდება ტერიტორიული საკითხი. რუსეთის პოზიცია, რომელიც პუტინმა მონიშნა, იაპონიას არ აძლევს არანაირ გარანტიას, რომ ჩრდილოეთ ტერიტორიების იაპონიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ოდესმე გადაიჭრება.

,,დიახ, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება სამშვიდობო ხელშეკრულებაზე არ უნდა შეჩერდეს’’- განაცხადა პუტინმა.

როგორც ცნობილია, ცვლილებები კონსტიტუციაში პრინციპულად კრძალავს რუსეთის ტერიტორიის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას. ეს არ შეიძლება უარყოფითად არ აისახოს ჩრდილოეთ ტერიტორიების იაპონიისთვის დაბრუნების საკითხზე, რაც თავისთავად წარმოადგენს სამშვიდობო ხელშეკრულების არსს.

ამასთან, ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა ხაზგასმით დაიწყო იმის აღნიშვნა, რომ სამხრეთ კურილია (რუსული სახელდება – ჩრდილოეთ ტერიტორიისა,) რუსეთისად იქცა მე-2 მსოფლიო ომის შედეგად და დაჟინებით ამტკიცებს, რომ მას და იაპონიას შორის ტერიტორიული პრობლემა არ არსებობს.

პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულად აღნიშნა: ,,იაპონიის პოზიცია – სსრკ-იაპონიის მიერ ხელმოწერილი ორმხრივი დეკლარაციიდან მოყოლებული, (რომლის საფუძველზე საბჭოთა კავშირი, იაპონიას გადასცემდა –  კუნძულებს ხაბომაიასა და შიტოკანს), მუდმივად იცვლება. ჯერ საუბარი იყო ორ კუნძულზე, შემდეგ იაპონურმა მხარემ მოითხოვა ოთხი კუნძული. არც რუსეთი და არც სსრკ, ამას არასდროს  დათანხმებია.’’

ასევე, პუტიმა აღნიშნა, რომ ,,აშშ-ს აქვს გეგმები, იაპონიის ტერიტორიაზე განათავსოს თანამედროვე სარაკეტო სისტემები’’ და მიუთითა, რომ ამასთან დაკავშირებით რუსეთს საფუძვლიანად უჩნდება კითხვები საკუთარი უსაფრთხოების თაობაზე. ,,არ იქნება ეს რაკეტები საფრთხე რუსეთისთვის?’’- იკითხა პუტინმა და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ აშშ-იაპონიის სამხედრო კავშირი არის მთავარი წინააღმდეგობა რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების გზაზე.

By admin