Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Evrensel  თურქეთი

 

აშშ-მ, ევროკავშირმა და გაერომ გააკრიტიკეს თურქეთი, ბოსფორის უნივერსიტეტის სტუდენტებზე ზეწოლისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებზე თავდასხმის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა, ევროკავშირმა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გააკეთეს განცხადებები ბოსფორის უნივერსიტეტის სტუდენტებზე განხორციელებული ძალადობისა და ლგბტ-წარმომადგენლების მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო. განცხადებებში ნათქვამია, რომ სტუდენტები იყენებენ მათ კანონიერ უფლებას – თავისუფლად შეიკრიბონ და გამოთქვან უკმაყოფილება ლგბტ თემის წინააღმდეგ წარმოებული რიტორიკის გამო და მოითხოვონ დაკავებული სტუდენტების გათავისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია სტუდენტების დაკავებით და აღნიშნა: „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ სიძულვილით აღსავსე რიტორიკას სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ.“

ევროკავშირი: მოვლენები წინააღმდეგობაშია გაცხადებული რეფორმების სულისკვეთებასთან, ხოლო სიძულვილის რიტორიკა მიუღებელია

ევროპის კომისიის წარმომადგენლებმა  Euronews Türkçe-სთან ინტერვიუში განაცხადეს: ,,ევროკავშირი, უაღრესად შეშფოთებულია თურქეთში მოვლენების განვითარებით, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და სასამართლო სფეროებში.’’ განცხადებაში დადასტურებულია, რომ იმ სტუდენტების დაკავება, რომლებიც იყენებენ თავისუფალი შეკრების კანონიერ უფლებას და გადაწყვეტილება –  სტამბოლის ორ რაიონში მასობრივი აქციების აკრძალვის შესახებ –  ქმნის საგანგაშო სიტუაციას. ,,ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის ოფიციალური პირების  მიერ ანონსირებულ რეფორმებს, ევროკავშირის ფასეულობებისა და სტანდარტების გაზიარებასთან დაკავშირებით’’- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში გახმიანებულია მოწოდება დაკავებულთა განთავისუფლების შესახებ და აღნიშნულია: ,,შეგახსენებთ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც სარგებლობენ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებით, შეუსაბამოა იმ მოვალეობებთან, რასაც თურქეთი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების სახელმწიფო-კანდიდატი, იღებს საკუთარ თავზე ევროსაბჭოში ყოფნის განმავლობაში.’’

,,ამ მოვლენების დროს, სიძულვილის რიტორიკა ლგბტ სტუდენტების მიმართ ოფიციალური პირების მხრიდან და ლგბტ ასოციაციების დახურვა მიუღებელია’’- ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის მომხსენებელმა თურქეთის საკითხებზე, ნაჩო სანჩეს ამორმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელებში დაწერა: „ძალადობა პოლიციელთა მხრიდან, მასობრივი დაკავებები, ტერორიზმის ბრალდება და თავდასხმები ლგბტ თემზე… ეს რა ახალი პოზიტიური დღის წესრიგი და შესაბამისი ნებელობაა რეფორმებისთვის?“

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის სამმართველო ასევე კრიტიკით გამოდის

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის სამმართველო, ასევე მოუწოდებს თურქეთის მთავრობას, გაათავისუფლოს სტუდენტები და აღკვეთოს პოლიციელების მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება. უწყება ასევე გმობს, თურქეთის ოფიციალური პირების მხრიდან, ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ გაკეთებულ სიძულვილით აღსავსე გამონათქვამებს.

By admin