Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

LE MONDE  საფრანგეთი

სერჟ ალიმი

 

ანდერს ფონ რასმუსენი არ დალოდებია ახალ წელს, რათა გაეხმიანებინა მისი სურვილები. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა მონიშნა ის მიზნები, რომელთაც, მისი აზრით, ორგანიზაცია უნდა ესწრაფოდეს, თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის წასვლის შემდეგ: „2021 წელს, აშშ-სა და მის მოკავშირეებს უჩნდებათ შანსი, რომელიც ამა თუ იმ თაობას, მხოლოდ ერთხელ ეძლევა

ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მოვატრიალოთ დემოკრატიის უკუსვლის პროცესი, რომელიც ავტოკრატიების, მაგალითად რუსეთისა და ჩინეთის, ზეწოლით განხორციელდა. საამისოდ, საჭიროა ყველა ძირითადი დემოკრატიის გაერთიანება.“  ეტყობა ისე, როგორც ეს მოხდა ერაყსა და ავღანეთში შეჭრისას. ახლა დროა,  უფრო ძლიერ  მეტოქეებს მივხედოთ…

მაგრამ რომლით დავიწყოთ? რაკი ვაშინგტონი აპირებს ითავოს დემოკრატიის ჯვაროსნული ლაშქრობის წინამძღოლობა („ამერიკა დაბრუნდა და მზადაა მართოს მსოფლიო“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა 2020 წლის 24 ნოემბერს), სატელიტ ქვეყნებს მართებთ გააცნობიერონ, რომ ამერიკელებს არა აქვთ საერთო აზრი მთავარ მტერზე. მათ მოტივებს ცოტა აქვთ საერთო მსოფლიო გეოპოლიტიკასთან და ეს აიხსნება შიდა განხეთქილებით. დემოკრატებისთვის მთავარი მტერი რუსეთია, ვინაიდან პარტიის ხელმძღვანელობა, მაგალითად წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, მთელი ოთხი წელია ამტკიცებს, რომ „ ტრამპის შემთხვევაში ყველა გზა მიდის პუტინთან“. რესპუბლიკელები მათ პასუხს სცემენ ბაღის აღსაზრდელთა შესაფერისი შეძახილით – „ პეკინის ბაიდენი“, რადგან ახლანდელი პრეზიდენტის მეორე ვაჟიშვილი ბიზნესს ეწეოდა ჩინეთში, თანაც  დემოკრატების მიერ ნაქადაგები  გლობალიზაციით ყველაზე მეტად პეკინმა იხეირა.

10 დეკემბერს, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეეცადა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა ამ ორ ქვეყანას შორის არსებული უფსკრული. ის სერიოზული სახით წარდგა და განაცხადა რომ შეწუხებულია ადამიანთა პირადი ცხოვრების უსაფრთხოების პრობლემით ( საინტერესო განაცხადია ცსს-ს ყოფილი შეფისგან) და მან გააფრთხილა მთელი მსოფლიო: „სი ძინპინი გვითვალთვალებს ყოველ ჩვენგანს.“ შემდეგ, ის თავს დაესხა 400 000 ჩინელ სტუდენტს ( რომელიც ყოველწლიურად შედის ამერიკაში, ალბათ იმიტომ, რომ მოიპაროს საწარმოო და სამეცნიერო საიდუმლოებები), შემდეგ ამერიკის უმაღლეს საწავლებლებს („ ბევრი მათგანი იყიდა პეკინმა“) და ბოლოს, კომპანია Huawei-s პროდუქციას, რომლის მომხმარებლებიც „ხელში უვარდებიან ჩინეთის უშიშროების აპარატს.“ სწორედ ამ „ჰანგს“ უპირისპირებენ რესპუბლიკელები ბაიდენს და სწორედ ის ჩაენაცვლება ოთხწლიან ანტირუსულ პარანოიას, რომელსაც დემოკრატები ტრამპთან დაპირისპირებისას აღვივებდნენ. სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ტაივანი, უიღურები, ჰონგ-კონგი –  ყველაფერი ეს იქნება ტესტი ახალი ადმინისტრაციის პროჩინურ  ვირუსზე  შესამოწმებლად.

რასმუსენი ერთ რამეში არ ტყუის: „ახლადარჩეული პრეზიდენტის კართან უკვე დადგა შეშფოთებულ მოკავშირეთა რიგი.“ რაც არ უნდა მოხდეს, მათ არ ელით დამშვიდება ალიანსში, რომელსაც ფსიქიურად გაუწონასწორებელი სახელმწიფო წინამძღოლობს.

 

 

By admin