2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით 5G მობილური ქსელების ოპერატორების ჯამური მოგება 5 მილიარდიან ნიშნულს მიაღწევს, ხოლო შემდგომი 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაიზრდება 357 მილიარდ დოლარამდე. ასეთ პროგნოზს აქვეყნებს კვლევითი კომპანია Juniper Research.
სპეციალისტების მიაჩნიათ, რომ 2025 წელს 5G მობილური ქსელების ოპერატორების მოგების წილი 44 % -ს მიაღწევს მსოფლიო მასშტთაბით. ასეთ ზრდას ხელს წყობს 4G აბონენტების სწრაფი გადასვლა ახალ სტანდარტზე და ასევე ის ახალი ბიზნეს-სცენარი, რომელიც 5G ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.
კვლევაში ასევე აღინიშნულია, რომ COVID-19 პანდემიის ფონზე, და პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს გავლენა არ ქონიათ 5G მობილური ქსელების დანერგვაზე.
საკომუნიკაციო დანადგარების მიწოდების შეფერხებების მიუხედავად( რომელიც აღინიშნებოდა საწყის ეტაპზე) მოგვარდა აპარატურის გაშლის პროცედურების კორექტირებით, რამაც საშუალება მისცა ოპერატორებს შეენარჩუნებინათ 5G-ინფრასტრუქტურის შენების ტემპი.
ასევე ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 5G სტანდარტის დანერგვა მიმდინარეობს უფრო სწრაფი ტემპით, და 2025 წლისთვის მოსფლიო მასშტაბით 5G აბონენტების რაოდენობა 1,5 მილიარდს გადააჭარბებს.
ასევე კომპანია ССS ანალიტიკური კვლევის შედეგად 2020 წლის ბოლოსთვის 250 მილიონი აბონენტი ეყოლება 5G ქსელებს მსოფლიო მასშტაბით, ხოლო 2021 წელს ეს რაოდენობა 3 -ჯერ გაიზრდება, ხოლო მათი აზრით უკვე 2025 წლისთვის გადააჭარბებს 3.6 მილიარდიან ნიშნულს.