ამა წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა კონტრიერიში მიიტანეს ყარაბახში დისლოცირებულ სომხურ ძალებზე (აზერბაიჯანის ცნობებით აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა სომხურმა მხარემ)
აზერბაიჯანის მთავრობამ განკარგულება გასცა დაუყოვნებით ბლოკირებულიყო სოციალური ქსელები, მესინჯერები და ვიდეოჰოსტინგები. ამას იუწყება სერვისი Netbloks.org. ამ მომენტისთვის ბლოკირებულია Facebook, WhatsApp, YouTube, Instagram, TikTok, LinkedIn, Twitter, Zoom, Skype. ამასთან ზოგიერთი სერვისი ხელმისაწვდომია VPN -ით.