Russian medical experts prepare to check passengers arriving from Italy at Sheremetyevo airport outside Moscow, Russia, Sunday, March 8, 2020. The Russian authorities have ordered mandatory medical checks upon arrival for all those who arrive from countries with high a level of coronavirus cases and ordered them to stay home for two weeks. (AP Photo/Alexander Zemlianichenko)
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

SCIENCE აშშ

რიჩარდ სთოუნი

ბოლო კვირეების განმავლობაში, რუსეთი თითქოსდა ახერხებდა საფრთხე თავიდან აეცილებინა. როცა 2019 წლის კორონავირუსული სენი საზღვარს იქით ბობოქრობდა, რუსეთს ის თითქმის არ შეხებია, ჯერ კიდევ 10 მარტისთვის ინფიცირების სულ 7 შემთხვევა აღირიცხა. მას შემდეგ დაავადებულთა რიცხვი განუხრელად იზრდება. სადღეისოდ ქვეყანაში 840 ფაქტია გამოვლენილი და შემთხვევების ორი მესამედი მოსკოვის ოლქზე მოდის.

ზოგიერთი მედიკოსი ეჭვობს, ახდენდა კი მოსკოვი კორონავირუსის რეალურ კონტროლს. რუსეთის პროფკავშირების, „ ექიმთა ალიანსის“ ხელმძღვანელი ანასტასია ვასილიევა აღნიშნავს, რომ როსსტატის მონაცემებით, იანვარში პნევმონიით დაავადებულთა რიცხვი მოსკოვში  გასულ წლის იმავე პერიოდთან შედარებით 37%- ით გაიზარდა. ვასილიევას მტკიცებით, ასეთი ზრდა, ნაწილობრივ მაინც, უნდა იყოს განპირობებული კორონავირუსით. სხვები ამას ვირუსის შიშით გაზრდილ მიმართვიანობას უკავშირებენ.

იმის გამო, რომ რუსეთში COVID- 19-ით დაავადებულთა რაოდენობა უდაოდ მატულობს, რუსეთი ააქტიურებს ინფიცირებულთა გამოვლენისა და საავადმყოფო საწოლების მოძიების პროცესს. კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ უკვე ჩატარდა 193 000 პირის ტესტირება. თავდაპირველად ნაცხები იგზავნებოდა ციმბირის  ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო- კვლევით ცენტრში – „ ვექტორი“ .მოგვიანებით, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ფედერალურმა სამსახურმა (ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ანალოგი) გააფართოვა ტესტირების სისტემა და მუშაობა  გაგრძელდა შავი ჭირის საწინააღმდეგო ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რეგიონალურ ლაბორატორიებში.

ამ  სამსახურში აცხადებენ, რომ შეიქმნა 700 000 სატესტო სისტემის მარაგი, რომელიც რეგულარულად შეივსება. გუშინ კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოში განაცხადეს, რომ გამოყოფილია 1.4 მლრ. რუბლი ცენტრ „ვექტორის“, ინსტიტუტ „მიკრობის“ და როსპოტრებნადზორის ქვემდებარე რამდენიმე ლაბორატორიისთვის – ვაქცინისა და შესაბამისი მედიკამენტების შესაქმნელად.

პაციენტთა მზარდ ნაკადთან გასამკლავებლად რუსეთის ფედერალური მთავრობა მოსკოვის შემოგარენში ახალ საავადმყოფოს აშენებს. ხელისუფლებამ 65 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქეებს მოუწოდა თვითიზოლაციისა და სახლში დარჩენისკენ. სიფრთხილის ამ ზომაზე, საკუთარი  ნებით, თქვა უარი რუსეთის 67 წლის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. 24 მარტს იმ საავადმყოფოს მონახულებისას, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ პუტინს დამცავი სამოსი ეცვა.  გუშინ,  კი, 28 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი უქმედ გამოცხადდა ყველა იმ ორგანიზაციისა და დაწესებულებისთვის, რომელიც საციცოცხლო მნიშვნელობის სტუქტურას არ წარმოადგენს. გაუქმდა ყველა ავიამიმოსვლა, რჩება 4 რეისი, რომლითაც სამშობლოში ქვეყნის მოქალაქეები უნდა დააბრუნონ.

ვიდრე რუსეთი COVID-19-ის საფრთხეს ებრძვის, ჟურნალ SCIENCE-ის კორესპონდენტი რუსეთის ჯანმრთელობის სამინისტროსთან არსებული ვირუსოლოგიის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტ სერგეი ალხოვსკის შეხვდა. ეს ინტერვიუ შემოკლებული და რედაქტირებულია მისი უკეთ გაგების მიზნით:

კითხვა: როგორ ახსნით ვირუსთან წარმატებულ ბრძოლას, მაშინ როცა მეზობელ ჩინეთში იანვრიდან მოყოლებული დაავადება უსწრაფესად ვრცელდებოდა?

პასუხი: იანვრის ბოლოდან ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტილია. ეს მონაკვეთი  საკმაოდ ვრცელია, მაგრამ მთლიანობაში, სულ 16  გამშვები პუნქტი არსებობს.  შეწყდა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა და აიკრძალა ჩარტერული რეისები, მუშაობდა  მხოლოდ რამდენიმე კომპანია და მათი თვითმფრინავები ეშვებოდნენ ერთადერთ ტერმინალში, სადაც მოწმდებოდა ყველა ჩამომსვლელი,  ხდებოდა მათი ადგილსამყოფელისა და კონტაქტების აღრიცხვა. დაავადების პირველი 2 შემთხვევა გამოვლინდა 31 იანვარს და ვირუსი ჩინელ ტურისტებს აღმოაჩნდათ.

კითხვა: თუმცა მოსკოვის ოლქში ინფექციური საავადმყოფოები თითქმის გადავსებულია…

პასუხი: ავადმყოფები, რომელთაც ჰქონდათ კონტაქტი უცხოელებთან,იზოლაციაში თებერვლის დასაწყისიდან იმყოფებიან. ასე რომ, სავადმყოფოები სავსეა კორონავირუსზე ეჭვმიტანილი პაციენტებით, მათი ნათესავები კი გავაფრთხილეთ მოსალოდნელი ინფიცირების  შესახებ.  გუშინ რუსეთის ვირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება 112 000 ადამიანი)

კითხვა: თავიდან რუსეთში კორონავირუსზე ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიები (BSL-3) მუშაობდნენ. გასულ კვირას მოთხოვნები შერბილდა და კვლევის ნებართვა გაიცა BSL-2-ის ლაბორატორიებზეც. რით აიხსნება ეს ცვლილება?

პასუხი: აღმოჩნდა ,რომ ვირუსი არც იმდენად საშიშია..

კითხვა: რას გულისხმობთ?

პასუხი: მთავრობის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ვირუსის კვლევა მხოლოდ ცენტრ ვექტორში მიმდინარეობდა. მოგვიანებით ეს დირექტივა გადაჭარბებულად შეფასდა, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ბევრ კვლევით ორგანიზაციას არ მიუწვდებოდა ხელი ვირუსზე და არ შეეძლო ვაქცინის და სხვა პრეპარატების შექმნა. რუსეთში შემუშავებულია ვაქცინები ტკიპით გამოწვეული პოლიომელიტის, ყვავილის, გრიპის და სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. როსპოტრებნადზორის,ჯანმრთელობის სამინისტროს და ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ჯგუფებმა განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყებენ ადრეულ გამოცდებს. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე თვეში გვექნება 2-3 ტიპის ვაქცინა, თუმცა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შემუშავების პროცესი ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა.“

 

 

 

By admin