Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

14 აგვისტოს პოპულარულ მესენგერ-Telegram-ს მეშვიდე წელი შეუსრულდა!

ეს თარიღი აღინიშნა ამ პოპულარულ აპლიკაციაში კიდევ ერთი ფუნქციის, კერძოდ ვიდეოზარების განხორციელების საშუალების დამათებით. ჩვენი თვალსაზრისით გამოვიდა Telegram-ის შემქმნელ  ჯგუფს გამოუვიდა ძალიან კარგად, მისი გამოყენება ბევრად ხელსაყრელია ვიდრე იგივე WatsSApp. მაგრამ, ჩნდება კითხვა.. რატომ დასჭირდა Telegram-ის გუნდს ამ ფუნქციის დამატებისთვის ამდენი დრო, როდესაც მსგავსი სერვისი სხვა აპლიკაციებში უკვე კაი ხანია მოქმედებს?

თუმცა კითხვა რიტორიკულია. ყველასთის ისედაც დიდი ხანია ცნობილია ის ფაქტი, რომ Telegram იმთავითვე იყო განკუთვნილი არა მარტო როგორც კომუნიკაციის საშუალება, არამედ საშუალება, რომლის გამოყენებითაც შეგეძლო ჩ„ყოვლის შემყურე თვალისაგან “  „ ჩრდილში ყოფნა“.

დღეს Telegram წარმოადგენს არა მარტო აპლიკაციას-ეს დიდი მედიაპლატფორმაა საინფორმაციო არხების უდიდესი სიმრავლით, სადაც თავმოყრილია ყველაფერი -ცოდნის ფესვიდან- საექსპერტო დასკვნებამდე, მსოფლიო სიახლეებიდან-უძრავი ქონების გაყიდვამდე, დისტანციური მუშაობიდან-პოლიტიკურ არხებამდე, რომლებზეც პოლიტტექნოლოგები თავიანთ სტრატეგიებს განიხილავს, ხოლო ელიტა ერთმანეთზე კომპრომატს აქვეყნებს.

Telegram სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იქცა ანონიმურობის და რაღაც დოზით თავისუფლების სიმბოლოდ, რომელიც ზოგადად ახასიათებდა ინტერნეტსაც, თუმცა ბოლო დროს ინტერნეტი მოიქცა კონტროლის მექანიზმების კბილანებში, და რაც არ უნდა პატოსურად ჟღერდეს დღეს-კი, Telegram დამსახურებულად გახდა პროტესტის სიმბოლო…

Telegram-ის  გამოჩენის პირველივე დღიდან მძლავრი კონკურენციის ქვეშ მოექცა. ამიტომ მესენჯერების ბაზარზე (რომელზეც ხშირად ჩნდება ესა თუ ის აპლიკაციბეი) დამკივდრებისთვის და პოპულარიზაციისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა იყო საჭირო.

2013 წელს რა უნდა შეეთავაზებინა Telegram-ს ისეთი, რომ ყურადღება მოეპყრო, როდესაც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა Skype, Viber და WhatsApp, ხოლო უამრავ ქვეყანაში ბაზრის მწვერვალი ეჭირა ადგილობრივ საშუალებებს.

მაგრამ უკვე 2016 წელს ცხადი ხდება, რომ Telegram-ს მშვენივრად გათვლილი აქვს განვითარების და პოპულარობის მისაღწევი საშუალებები და სამ წელისადში მსოფლიოს მასშტაბით 200 ქვეყანაში  აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, ეს მაშინ, როდესაც აპლიკაციის რეკლამა იყო თვით მომხმარებელთა საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს უზიარებდა Telegram-ს.

ამის მიზეზი გალდათ პროდუქტის  შემქნელთა პოზიცია, რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი არ ექვემდებარება არც ერთი ქვეყნის სპეც-სამსახურის ჩარევას და კონტროლს, ხოლო, მეორის მხრიდან, პროგრამული კოდის ნაწილის გახსნილობა და ასევე ისეთი ფუნქციების არსებობა და გამოყენება, რაც განასხვავებდა მას WhatsApp-ის მსგავსი კლონური აპლიკაციებიდან და სრულად ორიგინალურს და უნიკალურს ხდიდა მას.

მაგრამ მომხმარებელთა ანონიმურობამ და ავისუფლების ოდნავმა გრძნობამ წარმოშო  Telegram-ში ისეთი მარგინალური ელემენტების გააქტიურებამ, როგორებიც არიან ექსტრემისტები, ტერირისტები და ნარკოტიკული ნივთიერებებით მოვაჭრენი, რამაც ზოგ ქვეყანაში Telegram-ი სახეკმწიფო მტრად აქცია. მაგალითად ჩინეთში, ინდონეზიაში, პაკისტანში, კაზახეთსა და ირანში.

 

2018 წელს   მსგავსმა ტენდენციამ რუსეთამდეც მიაღწია, სადაც ერთობ უნდათ ეამაყათ (ვინაიდან შემქმნელი პავლე დუროვი წარმოშობით რუსეთიდან არის), თუმცა,  Telegram არანაირად არ წარმოადგენს რუსულ პროდუქტს, მაგრამ 2018 წლისთვის საკმაოდ პოპულარული გახდა რუსეთში, მის არხებზე განთავსდნენ რუსული საინფორმაციო საშუალებები, სახელმწიფო ჩინოვნიკების პირადი არხები, და მსხვილი კორპორაციებიც კი.

„ როსკომნადზორ“-მა ( სახელმწიფო სტრუქტურა, საკომუნუნიკაციო კომისია) Telegram მოითხოვა წარმოედგინათ ე.წ. „დაშიფრული გასაღები“, რომლის წარმოდგენაც Telegram-ის ხელმძღვანელობამ არ მოინდომა. ამიტომ რუსეთში დაიწყეს Telegram-ის მასიური ბლოკირება მისი სერვერების ინტერნეტ მისამართების( ip address) შავ სიაში შეტანით. მაგრამ Telegram-ის გუნდს უკვე ჰქონდა მსგავსი შეტევებისგან თავის დაღწევის გამოცდილებაც და საშუალებაც, ინტერნეტ მისამართების ბლოკების ცვლილებით და ასევე შეუდგა ბლოკირების საწინააღმდეგო, შემოვლითი მექანიზმების შექმას ისე, რომ არც თუ ისე გათვითხნობიერებულ მომხმარებელს ადვილად შეეძლო  დარჩენილიყო კავშირზე.

By admin