Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

CNN აშშ

ქეითლინ ჰუ

 

     შაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მალი გეგმავს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების დაქირავებას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება ქვეყანაში

„ვინაიდან მცირდება მხარდაჭერა მათგან, ვინც ტერორიზმის ამოძირკვის ვალდებულებას იღებდა, მალიმ მიმართა რუსულ კერძო სამხედრო კომპანიას“ – განაცხადა ლავროვმა გაეროს შტაბ-ბინაში – ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე. მას მხედველობაში ჰქონდა საფრანგეთის განზრახვა –  შეამციროს სამხედრო დასწრება მალიში.

მინისტრმა დაამატა, რომ რუსეთს, სახელმწიფო დონეზე, უკვე შეაქვს წვლილი მალის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და აწვდის მას სამხედრო- ტექნიკურ პროდუქციას.

მალის პრემიერ-მინისტრმა შოგელ კოკალა მაიგამ, შაბათს, გაერთანებული ერების ასამბლეაზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ მის ქვეყანას, ტერორიზმისა და  სხვადასხვა ფორმების დანაშაულებრივი ძალადობის პარპაშის პირობებში, სჭირდება უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. პრემიერის თქმით, ქვეყნის მოსახლეობა სასოწარკვეთილების ზღვარზე იმყოფება, რადგან აწყდება „მასობრივ მკვლელობებს, სოფლების განადგურებას, სრულიად უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას, როცა ქალებსა და ბავშვებს ცოცხლად წვავენ“.

მაიგამ საფრანგეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ამ უკანასკნელმა მისი ქვეყანა ბედის ანაბარა მიატოვა და ცალმხრივად გადაწყვიტა თავისი ჯარისკაცების მალიდან გაყვანა. მისი განცხადებით, ამგვარ სიტუაციაში, ის უფლებამოსილია ეძებოს სხვა პარტნიორები“.

საფრანგეთი ოდითგანვე აქტიურად იყო დაკავებული ამ რეგიონის უსაფრთხოებით. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სექტემბრის მდგომარეობით, 5 100 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება საჰელეს რეგიონის 5 ქვეყანაში: ჩადში, მალიში, ნიგერში, მავრიტანიასა და ბურკინა-ფასოში.

თუმცა 2021 წლის ივნისში, პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა გამოაცხადა ოპერაცია „ბარჰანის“ დასრულების ( რომლის ფარგებში ფრანგი ჯარისკაცები მოქმედებენ საჰელესი) და უფლებამოსილების მრავალმხრივი მისიისთვის გადაცემის შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამ საერთაშორისო ძალისხმევას უხელმძღვანელებს ოპერატიული ჯგუფი „ტაკუბა“ – მისი ქვეყნის მეთაურობით, რომელიც რეკომენდაციებს გაუწევს და  დაეხმარება მალის  შეიარაღებულ ძალებს საჰელეში.

საფრანგეთმა უკვე გამოხატა შეშფოთება მალიში რუსი დაქირავებულების შესაძლო გამოჩენის თაობაზე ლავროვისა და მისი ფრანგი კოლეგის ჟან-ივ ლე დრიანის შეხვერაზე, რომელიც გაეროს სივრცეში გაიმართა.

„მინისტრმა გააფრთხილა რუსი კოლეგა იმ სერიოზულ შედეგებზე, რაც  ამ პრობლემების გადაწყვეტაში, დაჯგუფება ვაგნერის ჩართვას შეიძლება მოჰყვეს“ – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დაჯგუფება ვაგნერი – ესაა საიდუმლოებით მოცული კერძო სამხედრო კომპანია, დიდი ალბათობით  დაფინანსებული კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის მიერ, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „ შეფ-პოვარს“ უწოდებენ.

ცნობილია, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მეომრები მოქმედებენ ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სირიასა და მოზამბიკში. რუსი დაქირავებულები არაერთხელ ამხილეს სისხლიან დანაშაულში.

By admin