Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Gallup აშშ

 

                  გელაპი აცხადებს, რომ ინაუგურაციიდან 8 თვის შემდეგ, ბაიდენის რეიტინგი დაეცა მისი პრეზიდენტობის პერიოდის ყველაზე დაბალ ნიშნულზე – 43%-ზე. ეს ნიშნავს, რომ აგვისტოსთან შედარებით, ის მთელი 6 პუნქტით შემცირდა

პირველად, მისი პოლიტიკის მოწინააღმდეგეების რაოდენობამ, გადააჭარბა მომხრეების რიცხვს. ამგვარად, ომისშემდგომი ამერიკელი პრეზიდენტებიდან, მისი მხარდაჭერის რეიტინგი აღემატება მხოლოდ ტრამპისას – პრეზიდენტობის შესაბამის ეტაპზე. პრეზიდენტობის პირველი წლის სექტემბერში, ტრამპის რეიტინგი შეადგენდა 37%-ს, ობამასი 52%-ს, ბუში-უმცროსის 51%-ს, კლინტონის 47%-ს. ბაიდენის რეიტინგი დემოკრატ ამომრჩევლებს შორის 98%-დან-90%-მდე დაეშვა, ნეიტრალურ ამომრჩევლებში 61%-დან – 37%-მდე, ხოლო რესპუბლიკელებში 11%-დან – 6%-მდე.

გელაპმა პირველად გამოიკვლია ამერიკელების დამოკიდებულება ვიცე- პრეზიდენტის – კამალა ჰარისის მიმართ. მას მხარს უჭერს გამოკითხულთა 49%. ამგვარად, ჰარისის  2021 წლის სექტემბრის რეიტინგი ემთხვევა ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობისას – 2009 წლის ივლისის პერიოდში (49%). ჰარისი სარგებლობს დემოკრატების 92%-იანი, ნეიტრალურების 46%-იანი და რესპუბლიკელების მხოლოდ 4%-იანი მხარდაჭერით. მას ნდობას უცხადებს ქალების 58% და მამაკაცების მხოლოდ 39%.

ამ გამოკითხვის ფარგლებში, ასევე გამოიკვლიეს აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერაც. მისი საქმიანობა მოსწონს გამოკითხულთა 27%-ს და უარყოფითად აფასებს 69%.

კვლევის ავტორთა აზრით, გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ჯო ბაიდენს „თაფლობის თვე“ უმთავრდება. პოლიტიკურად დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომლებმაც არჩევნებზე ბაიდენს მისცეს ხმა, ახლა უპირატესად არ იწონებენ მის საქმიანობას.

გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში – 1000- ზე მეტ სრულწლოვან ამერიკელს შორის.

 

 

By admin