Fox News აშშ
ოთხშაბათს, შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი მილი, ჰელსინკიში თავის რუს კოლეგას შეხვდა. პენტაგონმა ამ შეხვედრას უწოდა „შეხვედრების გაგრძელება, რისკების შესამცირებლად და კონფლიქტების გადასაჭრელად“ – იუწყება Fox News- ი
კომიტეტის წარმომადგენელი პოლკოვნიკი ბატლერი აცხადებს: „მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, მხედართმთავრები შეთანხმდნენ – საუბრის დეტალები საიდუმლოდ შენახულიყო“.
მილის ეს შეხვედრა, გაიმართა სულ რამდენიმე დღეში იმ ბრალდების გახმაურებიდან, რომელიც აღწერილია წიგნში „საფრთხე“. ის დაიწერა The Washington Post-ის უმცროსი რედაქტორის ბობ ვუდვორდისა და ნაციონალური პოლიტიკური კორესპონდენტის რობერტ კოსტას თანაავტორობით.
ამას გარდა, წიგნის ავტორები ირწმუნებიან, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, მილმა ჩუმად დაურეკა თავის ჩინელ კოლეგას, სახალხო-განმანთავსუფლებებლი არმიის გენერალ ლი ცზოჩენს. პირველი სატელეფონო საუბარი, თითქოსდა შედგა 2020 წლის 30 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხოლო მეორე კაპიტოლიუმში ამბოხებულთა შეჭრიდან 2 დღის შემდეგ, 2021 წლის 8 იანვარს.
წიგნში ამტკიცებენ, რომ მილი დაუკავშირდა ლის მას შემდეგ, რაც გაეცნო სადაზვერვო მონაცემებს, რომელთა მიხედვით, ჩინეთის ოფიციალური პირები თვლიდნენ, რომ აშშ ჩინეთზე თავდასხმას აპირებდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაგეგმილი სწავლებების დროს. წიგნის ავტორები ასევე ადასტურებენ, რომ მეორედ მილიმ დაურეკა ლის იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი დაერწმუნებინა: აშშ არ აპირებდა რაიმე ნაბიჯის გადადგმას და ჩინეთზე იერიშს. მილიმ კოლეგას თითქოსდა პირობა მისცა: „ჩვენ 100% -ით მტკიცედ ვამბობთ. ყველაფერი რიგზეა. ხანდახან დემოკრატიის კუთხით არ არის აკურატულობა დაცული“.
მილის პრესმდივანმა შეფის დასაცავად, საუბრებს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა, რათა მოხერხდეს „დაძაბულობის შემცირება“ და „გაუთვალისწინებებლი შედეგების ან კონფლიქტების გამორიცხვა“ და აღნიშნა, რომ ეს დიალოგი შეთანხმებული იყო თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან – იუწყება ტელეარხი.