Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

                   

 National Reviev   აშშ

 ჯიმი ქუინი  (Jimmy Quinn)

 

კონსერვატორთა უმსხვილესი ჯგუფი კაპიტოლიუმიდან აკრიტიკებს ბაიდენს, რომ ის იჩენს ,,საშიშ სისუსტეს’’ რუსეთთან დამოკიდებულებაში, მეტიც, აპირებს ამ ურთიერთობების „გადატვირთვას“

კონსერვატორ-კონგრესმენთა თავმჯდომარემ ჯიმ ბენქსმა გააკრიტიკა ბაიდენის მოქმედება რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის წევრებისადმი გაკეთებულ სამახსოვრო ჩანაწერში, რომლის ასლიც, National Review-ში მის გამოქვეყნებამდე მოიპოვა.

ამ ამბავს, წინ უსწრებდა ბაიდენის გუშინდელი გამოსვლა თეთრ სახლში, სადაც მან გამოაცხადა ახალი სანქციების შესახებ, რომლებიც ამოქმედდა რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ –  SolarWinds-ის ჰაკერულად გატეხვისა და 2020 წლის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის გამო. ამავე დროს, პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით გაიმართოს შეხვედრა უმაღლეს დონეზე, რათა განიხილონ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ,,დეესკალაცია.’’

რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტი მიიჩნევს, რომ ბაიდენის მკაცრი რიტორიკა არ არის გამტკიცებული რუსეთის გაუგონარი გამოხდომების საწინააღმდეგო პრაქტიკული ღონისძიებებით. რუსეთის მოხსენიებისას, წერს ბენქსი, ,,პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ,,მკვლელი’’ უწოდა“, შემდეგ კი მისი გუნდი მიუბრუნდა მის ძირითად, წარუმატებელ, ,,გადატვირთვის’’ ობამასეულ პოლიტიკას. ეს რესპუბლიკელი ინდიანადან, პრეზიდენტს აკრიტიკებს მისი შემრიგებლური გამონათქვამების გამო, რომელიც გაისმა იმ დროს, როცა რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათობით ათას სამხედროს მოუყარა თავი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბაიდენი აკრიტიკებდა პუტინის მიერ გატარებულ რეპრესიებს ქვეყნის შიგნით და რუსეთის წარმართულ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და ქმნიდა მკვეთრად კონტრასტულ სურათს თავის საომარი რიტორიკით, ტრამპის, როგორც თვითონ ამტკიცებდა, არასაკმარისად მკაცრ პოლიტიკასთან შედარებით. მართალია ტრამპი კეთილგანწყობით მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტს, ის კი არადა, ერთხელ საკუთარი მოსაზრება ამერიკის სადაზვერვო თანამეგობრობის შეფასებაზე მაღლაც დააყენა, მაგრამ მისმა ადმინისტრაციამ გაზარდა სამხედრო კონტიგენტი აღმოსავლეთ ევროპაში, გადასცა მომაკვდინებელი იარაღი უკრაინას და რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ, შემოიღო მთელი რიგი სანქციებისა.

ჯერჯერობით, ბაიდენის მიდგომა მნიშვნელოვნად უფრო სუსტია, ამბობს ბენქსი, მიუთითებს რა იმაზე, რომ პრეზიდენტმა უპირობოდ გააგრძელა ხუთი წლით – СНВ-3-ის ხელშეკრულება შეიარაღების კონტროლის შესახებ და არ ჩართო მასში თანამედროვე იარაღთან დაკავშირებული ახალი დებულებები და მიუხედავად  ბაიდენის გადაწყვეტილებისა, შემოეღო სანქციები რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ (ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობის, კიბერშეტევებისა და პოლიტიკური ჩარევის გამო), კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საკმარისი არ გააკეთა.

ადრე, რესპუბლიკური კვლევითი ცენტრი მოუწოდებდა აშშ-ს ხელისუფლებას, შემოეღო სანქციები რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ, რაც ადმინისტრაციამ ამ კვირაში გააკეთა. თუმცა ბენქსი წერს, რომ შემოიღეს რა ეს ზომა, თეთრმა სახლმა დაუშვა რიგი გამონაკლისებისა, რითაც სანქციები ,,უკბილოდ’’იქცა. ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციების სიაში არ ჩართო რამდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, მაგალითად რუსული ბანკი ВТБ-ი.

ბენქსი შეუერთდა ორპარტიულ ამქარს კაპიტოლიუმის ბორცვზე, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტს სანქციები დაადოს იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსული გაზსადენის ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის გაყვანაში, რაც რიგი ქვეყნების აზრით, გააძლიერებს მოსკოვის ენერგეტიკულ ბატონობას ევროპის კონტინენტზე. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აქტიურად უჭერს მხარს  რუსულ პროექტს, რომლის რეალიზაციაში მონაწილეობენ გერმანული კომპანიები, ხოლო უკრაინისა და პოლონეთის ხელისუფლებები, მას ,,საშიშს და უთანხმოების შემომტანს’’ უწოდებენ. ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შექმნილი სიტუაცია შეაფასა, როგორც ,,საომარი  საკითხი.’’

თავის მხრივ, ბაიდენმა გუშინ განაცხადა, რომ ახალი სანქციების შემოღება ,,გაართულებს’’ ამერიკის მოკავშირეების მდგომარეობას, მაგრამ დაამატა, რომ ეს ღონისძიებები ,,არ მოხსნილა დღის წესრიგიდან.’’ ,,უოლ სთრით ჯორნალი’’ იუწყებოდა, რომ ადმინისტრაციამ მოამზადა სანქციები ნავთობსადენის წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება ბაიდენმა აამოქმედოს. თუმცა, როგორც გამოცემა Axios-ი ზელენსკის გარემოცვაზე დაყრდნობით იტყობინება, უკრაინას ,,არ მიუღია იმის პირობა, რომ გამოყენებული იქნება ყველა ზომა ნავთობსადენის შეჩერებისთვის.’’

კონგრესის მხრიდან ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკა, რუსეთთან მისი ურთიერთობის გამო, სულ უფრო იზრდება და ამ პირობებში გასაგები ხდება, რომ პრეზიდენტის პრაქტიკული ქმედება კრემლის მტრული კურსის წინააღმდეგ, არ შეესაბამება მის დაპირებებს. მეტიც, ჩნდება მკაცრი პოზიციის შერბილების საფრთხე, როგორც ეს იყო წინა ადმინისტრაციის დროს.

By admin