BBC დიდი ბრიტანეთი
გევინ ბათლერი
სამხრეთ კორეის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა სეულში, პრეზიდენტის ოფისში, მას შემდეგ, რაც იუნ სუკ ელმა გასულ კვირაში, წარუმატებლად სცადა სამხედრო მდგომარეობის შემოღება. ეს რეიდები -ბოლო აკორდია გასული კვირის ბობოქარი მოვლენების რიგში, რომლებსაც ადგილი აქვს სამხრეთ კორეის პოლიტიკაში
პრეზიდენტი იუნი, რომელმაც შეინარჩუნა პოსტი მიუხედავად მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობისა, აწყდება მრავალმხრივ გამოძიებებს სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების მხრიდან – მას ბრალად სდებენ დაუმორჩილებლობასა და სახელმწიფო ღალატს.
ამასთან, ერთ-ერთი მოხელის ცნობით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კიმ ენ ჰემ, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება, გასულ სამშაბათს – სცადა თვითმკვლელობა. ამ დროისთვის კიმი იმყოფება დაცულ შენობაში და „მას არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემა“, ასე აცნობა სამინისტრომ პარლამენტს. კიმი დააპატიმრეს გასულ კვირას.
არაერთი ჩინოვნიკი, რომელიც ახლობლობდა იუნთან, ასევე გადადგა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, რომელმაც მცირე ხანს გასტანა.
ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები.
კანონმდებლებმა მმართველი პარტიიდან, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაჰპირდა მათ საპრეზიდენტო ვადის შემცირებასა და საშინაო თუ საგარეო საკითხებში ჩაურევლობას.
თუმცა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ახლა უმრავლესობა აქვს პარლამენტში, გააკრიტიკა ეს გარიგება, ხოლო პარტიის ლიდერმა, პაკ ჩან დემ – ამას უწოდა „მეორე ანტიკონსტიტუციური აჯანყება და მეორე სახელმწიფო გადატრიალება“.
გაურკვეველია თუ რა ძალაუფლებას ფლობს იუნი და ფლობს თუ არა ის რაიმეს საერთოდ, რადგან პროტესტის მონაწილეები ჯერ კიდევ ქუჩაში დგანან და მის გადადგომას ითხივენ.
„იუნზე წნეხი იზრდება“
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამშაბათს, 18-მა გამომძიებელმა მიაშურა პრეზიდენტის ოფისს ჩანაწერის ამოსაღებად, რომელიც ასახავს მინისტრთა კაბინეტის სხდომას, რომელიც ჩატარდა ღამით, როცა გამოაცხადეს სამხედრო მდგომარეობა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მიუთითებს ერთ რამეზე: ხელისუფლება აძლიერებს წნეხს პრეზიდენტსა და მის მოკავშირეებზე.
„რეიდები ნიშნავს, რომ გამოძიება ძალას იკრებს, მათ შორის, იუნის წინააღმდეგ“, განუცხადა BBC-ის მეისონ რიჩმა, საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის დოცენტმა სეულიდან.
ამბობენ, რომ სამხრეთ კორეის ყოფილ მინისტრს, რომელსაც უკავშირდება სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება, ცდილობენ სიცოცხლე მოუსწრაფონ. ჩრდილოეთ კორეა დასცინის „დიქტატორის“ „უაზრო“ მცდელობას, შემოიღოს სამხედრო მდგომარეობა:„თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც ვფიქრობთ და რაც ამ დროისთვის ვიცით, იუნი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება უფრო მალე, ვიდრე გვიან. ასეც და ისეც, მას ელის დაკავება, დაკითხვები, საბოლოო ჯამში კი სამხედრო ამბოხში დადანაშაულება“.
პროფესორმა რიჩმა ასევე დასძინა, რომ „სიტუაცია ძველებურად არასტაბილურია“.
ბოლოს, პრეზიდენტის ოფისში, ჩხრეკა ჩატარდა 2019 წლის დეკემბერში, ყოფილი ვიცე-მერის – პუსანის კორუფციაში მხილების მიზეზით. იმხანად პროკურატურა არ შესულა უშუალოდ ოფისის ტერიტორიაზე, პროტოკოლის თანახმად, მან მხოლოდ გამოითხოვა სათანადო მასალები.
მაშინ ქვეყანას ხელმძღვანელობდა – მუნ ჩჟე ინი, იუნი კი უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლიდან შეუდგა.