Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор.НЕТ / Украинa

იური კასიანოვი

 

ჩვენ ახლა ომში არ გვყოფნის „მავიკები“. „Весільні дрони” ვერ შეისყიდეს საჭირო რაოდენობით, სახელმწიფო დონეზე მათი მარაგები ვერ შეიქმნა

… 1915 წელს ბრიტანეთი პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რომელიც ისტორიაში – „ჭურვების კრიზისის“ სახელით შევიდა. უცებ აღმოჩნდა, რომ სახელოვანი ბრიტანული არმია, რომელიც წელებზე ფეხს იდგამდა პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე, განიცდიდა საარტილერიო ჭურვების მწვავე დეფიციტს.

The Times-ის ჟურნალისტები წერდნენ: „ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ფეთქებადი მასალა, რათა მტრის სანგრები მიწასთან გავასწოროთ… ჭურვების შეზღუდული რაოდენობა, არის მთავარი დაბრკოლება წარმატების გზაზე“. გამოცემა Daily Mail-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით – „ლორდი K-ს ტრაგიკული შეცდომა“ – ეს იყო პირდაპირი მინიშნება, მინისტრთა კაბინეტის სამხედრო მდივნის – ლორდ კიტჩენერის უგერგილობაზე.

აგორდა გრანდიოზული სკანდალი – ბრიტანელებს, საკუთარი მთავრობის მიზეზით, არ სურდათ გერმანული ჰაუბიცების საკბილოდ ქცეულიყვნენ. მინისტრთა კაბინეტი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო და სანაცვლოდ ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა, რომელმაც ხელები დაიკაპიწა და რომელიც შეუდგა არსებული ვითარების გამოსწორებას.

შეიქმნა ახალი – შეიარაღების სამინისტრო, რომელსაც გადაეცა სრული კონტროლი სამხედრო მრეწველობაზე. ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი შეიარაღების შესახებ (Munitions of War Act 1915), ყველა სახელმწიფო და კერძო იარაღის საწარმო დაექვემდებარა შეიარაღების სამინისტროს, ამ საწარმოების მუშები კი ჯარში გაწვევისგან გაათავისუფლეს, შემუშავდა საწარმოო გეგმები, შეიქმნა ნედლეულის მარაგები, სახელმწიფოს ხარჯზე გაიზარდა საწარმოო სიმძლავრეები. ამ ქვეყანაში მოხდა იარაღის წარმოების სრული რესტრუქტურიზაცია და  ეკონომიკა მთლიანად გადავიდა საომარ რელსებზე.

მსგავსი პროცესები პარალელურად მიმდინარეობდა გერმანიასა და რუსეთის იმპერიაში. გერმანელებმა აამოქმედეს ეკონომიკურ- ადმინისტრაციული მექანიზმები, რომლებიც შემდეგ გადაიღეს ბოლშევიკებმა და მას „სამხედრო კომუნიზმი“ უწოდეს. ამან გერმანიას საშუალება მისცა სამხედრო მრეწველობა – ერთ წელიწადში  4-ჯერ გაეზარდა.

II მსოფლიო ომის დროს – ნაცისტურ გერმანიაში, თავისუფალ ბრიტანეთში, სტალინურ სსრკ-ში, ღვთივკურთხეულ ამერიკაში და შორეულ იაპონიაში, მიმდინარეობდა სახელმწიფო და კერძო სექტორის ძალისხმევის კონსოლიდაცია (გამონაკლისი იყო სსრკ, სადაც კერძო სექტორი არ არსებობდა), რაც მიმართული იყო სამხედრო პროდუქციის მასობრივ წარმოებისა და იარაღის ახალი სახეობების შექმნისკენ.

ასე შეიქმნა ბრიტანეთში, ხოლო აშშ-ში სერიულ წარმოებაში ჩაეშვა პირველი რადიოამფეთქებლები საზენიტო ჭურვებისთვის, რაც ბრიტანელებს ძალიან წაადგათ გერმანული ავიაციის კუნძულზე თავდასხმებთან და მფრინავი ჭურვებთან – ფაუ-1-თთან ბრძოლაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი პირადად აკონტროლებდა სახმელეთო და საავიაციო რადარების შექმნას ისე, როგორც ფიურერი ფაუ-1-ების და ფაუ-2-ის შემუშავების პროცესს. სწორი ადმინისტრირებისა და ყველა ძალის კონსოლიდაციის შედეგად, აშშ-მ შექმნა ატომური ბომბი.

ახლა იკითხავთ, რომ რა კავშირშია ეს უპილოტოებთანო? … კავშირი იგივეა, რაც 1915 წლის კრიზისის დროს იყო.

By admin