Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Fakt  პოლონეთი

 

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, გაიზარდა პოლონელთა ინტერესი საკუთარ ეზოებში თავშესაფრების მოწყობის მიმართ. მთავრობა აპირებს გააამარტივოს იმ ე.წ. ბუნკერების მშენებლობა, რომელთა ფართობი 35 კვადრატულ მეტრამდე იქნება. რის შესახებაა საუბარი? სამშენებლო კანონმდებლობაში ცვლილებები, გავრცელდება ერთოჯახიან სახლებზეც, რომელთა ფართობი აღემატება 70 კვადრატულ მეტრს.

შფოთიანი დრო გვიდგას, ჩვენს ქვეყანაში კი რიგიანი თავშესაფრის მოძებნა ძნელია. რაც არის, ისიც პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დროსაა აგებული და განახლებას მოითხოვს. 2022 წლის ივნისის ბოლოს, სახანძრო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გვაქვს 62 000 თავშესაფარი, რომლებიც დაიტევს 1.3 ადამიანს.

თავშესაფრების უმეტესობა, სახალხო რესპუბლიკის დროინდელია და მოქალაქეებმა არ იციან მათი ადგილმდებარეობა. ამდენად პოლონელებმა დაიწყეს ფიქრი საკუთარი თავშესაფრის მოწყობაზე. შეიქმნა პროექტი – კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ამგვარ ობიექტებს ეხება.

                                                      თავშესაფრები პოლონეთში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს

თავშესაფრებისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა არამარტო საზღვრისპირა რეგიონებში. მოსახლეობა ცდილობს არამხოლოდ შეიძინოს ამ ტიპის ობიექტები, არამედ თავად მოაწყოს ისინი.

ის, ვინც თავშესაფრის აშენებას საკუთარი სახლის უკანა ეზოში აპირებს, 35 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ნაგებობის მოწყობის შემთხვევაში, თავისუფალია მშენებლობის ნებართვისგან. ცვლილება ეხება სამიდან-შვიდ მეტრამდე სიმაღლის ფლაგშტოკების აგებასაც.

სამშენებლო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი, გამოქვეყნდა სამთავრობო კანონმდებლობის ცენტრში. მასში ასევე საუბარია სხვა ფორმალობებზე, რომლებიც სახლის მშენებლობას ეხება.

                                                       ერთოჯახიანი სახლი – ასევე ნებართვის მიღმაა

ერთოჯახიანი სახლის მსენებლობას, რომლის ფართი გადააჭარბებს 70 კვადრატულ მეტრს, არ დასჭირდება ნებართვა (სადღეისოდ ეს ვრცელდება სახლებზე 70 კვადრატულ მეტრამდე). ლაპარაკია ნაგებობებზე, რომლებიც არ იქნება 2 სართულზე მეტი და აიგება პირადი საჭიროებისთვის. 70 კვადრატულ მეტრზე მეტი სახლისთვის ამ ეტაპზე იწარმოება მშენებლობის ჟურნალი, სადაც მითითებულია მშენებლობის ხელმძღვანელი.

ნებართვისგან ასევე თავისუფლდება 15 კვადრატულ მეტრამდე ფართობის კიოსკები და პავილიონები. ეს ეხება ერთსართულიან სამეურნეო შენობებს და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებს (რომელთა ფართობი არ აღემატება 300 კვადრატულ მეტრს და არ აქვს 6 მეტრზე მეტი სიგრძის გადახურვა).

ცვლილებების უმეტესობა ამოქმედდება 2023 წლის დასაწყისში.

 

 

 

 

 

By admin