Главред უკრაინა
ილია კუსა
აშშ-ს თავდაცვის ხელმძღვანელი ლოიდ ოსთინი მომავალ კვირაში ეწვევა უკრაინას – ევროპული ტურნეს ფარგლებში, რომელსაც პენტაგონი ახლა ამზადებს
სავარაუდოდ, მასთან შეხვედრაზე განიხილება საკითხები, რომლებიც უკავშირდება შეიარაღების მოწოდების შესაძლო ზრდასა და პროექტებს უკრაინასა და აშშ-ს შორის.
შესაძლოა აშშ-ს სურდეს იმის ისპექტირება, თუ როგორ ხდება პირდაპირი სამხედრო და ფინანსური დახმარების ათვისება და იმ საკითხების გარკვევა, რაც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას უკავშირდება (თუ გავითვალისწინებთ, ამ მხრივ, ორმხრივი კონტაქტების აქტივიზაციას რუსეთ-აშშ-ს შორის და ნულანდის რუსეთში ვიზიტს).
ანუ არსებითად, ვიზიტის მთავარი მიზანია – საათი სამხედრო უსაფრთხოებაზე გასწორდეს. ამასთან ვიზიტი არ უნდა დავუკავშიროთ უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო მისიის გამოჩენას. ამის თქმა, თამამად შეგვეძლებოდა მაშინ, თუკი სასწავლო ცენტრი ნატოს ფუნქციების დუბლირებას მოახდენდა.
საერთოდ აშშ-ს სჩვევია ეჭვიანობა იმ ინიციატივების მიმართ, რომლებიც მისი აზრით, ცდილობს ნატოს ჩანაცვლებას. მაგრამ, თუ ამგვარი ცენტრი შეიქმნა, ეს ნამდვილად ვერ იქნება პრობლემა აშშ-სთვის, ვინაიდან ხელს არ შეუშლის ნატოს საქმიანობასა და ამერიკული მისიის ყოფნას უკრაინაში.
ამდენად, თუ ევროკავშირის სამხედრო მისიის საკითხზე იმსჯელებენ, მხოლოდ კოორდინირებული საქმიანობის მიზნით, მათ შორის ევროპელებთანაც…და რაკი ლოიდ ოსთინი მარტო უკრაინას არ სტუმრობს, ალბათ ამ საკითხს სხვადასხვა დონეზე და არამარტო უკრაინასთან განიხილავენ.
ერთადერთი, რისი იმედიც ამ ვიზიტიდან უკრაინას უნდა ჰქონდეს, ესაა შეიარაღების მოწოდების ზრდა (თუ ამის შესახებ მოილაპარაკეს). მით უფრო, ფული საამისოდ უკვე გამოყოფილია, თუმცა ბიუჯეტი არ გაზრდილა. ამდენად, გლობალურ საკითხებზე რაიმე გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდეთ, რადგან პენტაგონის შეფი და კონკრეტულად ლოიდ ოსთინი, არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად შეეძლოს.