Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Hill აშშ

ბრაიან ჰარინგტონი

 

 გასულ კვირაში, თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ვიზიტებმა ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში, შეგვახსენა, რომ მიუხედავად ტაივანის სრუტეში არსებული მზარდი დაპირისპირებისა და ჩინეთზე აქცენტისა, ნაციონალურ სამხედრო სტრატეგიაში, აუცილებელია – გავითვალისწინოთ ვლადიმირ პუტინის რევანშიზმი და და რუსეთის ძალადობა მეზობლების მიმართ შავი ზღვის რეგიონში. 2008 წელს საქართველოში წარმოებული სახმელეთო ომიდან და 2014 წელს უკრაინული ყირიმის მიტაცებიდან მოყოლებული, პროდასავლური ორიენტაციის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, კრიზისთან გამკლავება, პრაქტიკულად დამოუკიდებლად, მინიმალური მხარდაჭერით უწევთ. გასულ ზაფხულში, რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა მასობრივმა მობილიზაციამ აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრის გასწვრივ, დაადასტურა, რომ მომავალი აგრესიის შეკავების შესაძლებლობები რეგიონში შეზღუდულია. თავდაცვის მინისტრ ოსტინის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე, შეთანხმებას საქართველოში ერთობლივი სწავლებების ჩატარების შესახებ და რუმინეთთან მოლაპარაკებებს, თან უნდა ახლდეს რელური წინააღმდეგობა შავ ზღვაზე

რუსული რაკეტები „ბასტიონი“ და „კალიბრი“ – და სხვა დიდ მანძილზე მოქმედების გაუმჯობესებელი ხომალდსაწინააღმდეგო და სახმელეთო ვარიანტები, უზრუნველყოფს მოსკოვის თვალშისაცემ შეტევით სიმძლავრეს. განალაგა რა ეს სისტემები ოკუპირებულ ყირიმში და შავი ზღვის ხომალდებზე, რუსეთს შეუძლია მიმართოს მანევრირების შეზღუდვისა და ბლოკირების ტაქტიკას შავ ზღვაზე, ისევე, როგორც ამას აკეთებს ჩინეთი – სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე. ამას გარდა, რუსული თვითმფრინავები მუდმივად ახდენენ ალიანსის ძალების გამოწვევას – ბოლოს ეს მოხდა 19 ოქტომბერს, როცა საერთაშორისო სივრცეში ამერიკულ ბომბდამშენებს  აედევნა სუ-30.  ნორმად იქცა, რომ აშშ-ს და ნატოს ხომალდებს, შავ ზღვაზე მიაცილებს რუსული სამხედრო გემები და დამრტყმელი ავიაცია.

მეთაურები სწორად იქცევიან, როცა იჩენენ თავშეკავებას პოტენციურად სახიფათო სიტუაციებში – ტაქტიკურმა ჩავარდნამ, შეიძლება გამოიწვიოს სტრატეგიული შედეგები. თუმცა რუსეთის პროვოკაცილი ქმედებები ნამდვილად შემაშფოთებელია. ევროპული თეატრის სამხედრო ქმედებათა უფროსმა საზღვაო მეთაურმა, ადმირალმა რობერტ ბერკმა განაცხადა, რომ „  არ დაუშვებს, რომ მისმა მეთაურებმა „პირველმა მიიღონ დარტყმა ყბაში“. ამდენად გადაიდგა ნაბიჯები, რათა კრიზისულ სიტუაციებში უკეთ მოხდეს რეაგირება. ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით აღჭურვილი 4 ამერიკული ნაღმოსანის გარდა, როტას ბაზაზე იღებენ ხომალდებს, რომლებიც აღჭურვილია საბრძოლო სისტემის AEGIS -ის უახლესი კომპლექტით – ესაა ყველაზე ეფექტიანი პლატფორმები შავ ზღვაზე ოპერაციებისთვის. ივნისში, ბრიტანული სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდმა „დეფენდერმა აჩვენა ჩვენი მოკავშირეების შეუპოვრობა რუსული ავიაციის წინააღმდეგ, როცა ამ უკანასკნელმა, სავარაუდოდ ჩამოყარა კიდეც რაღაც მასალები.

მაგრამ მთავარი, ალბათ პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრაა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან. ოსტინის ვიზიტებმაც მკაფიოდ წარმოაჩინა ჩვენი მისწრაფება ამ რეგიონში. თუმცა პოზიციის გასაძლიერებლად – მეტის გაკეთებაა საჭირო.

მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებისა და ოპერატიული თავსებადობის დემონსტრაცია უბრალო სამხედრო დასწრებას, ქმედით საშუალებად გარდაქმნის. სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდების ტონაჟი შავ ზღვაზე, შეზღუდულია მონტრეს კონვენციით, თუმცა ქვეყანა-პარტნიორების ჯგუფმა, შესაძლებელია ერთობლივად მოუყაროს თავი მნიშვნელოვან ძალას და გადალახოს ეს შეზღუდვა, როგორც ეს ნათლად გამოჩნდა სწავლება SEA BREEZE-ის შემთხვევაში. გასულ წელს, ოცდამეერთედ ჩატარდა მრავალეროვნული ამერიკულ-უკრაინული სწავლება, თანაც გაფართოებული პროგრამით, რაც მოიცავდა სადესანტო ოპერაციებსა და საბრძოლო სროლებს.

თავისუფალი შავი ზღვის მხარდასაჭერად, საერთო სიგნალი შეუძლია გაგზავნოს ნატოს  სამხედრო-საზღვაო ძალების პირველმა და მეორე ოპერატიულმა ერთეულებმა – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის სახელით, მაგრამ სამხედრო დასწრებისთვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად, საჭიროა  მკვეთრი განვითარება. „მრისხანე ფარი“- მრავალეროვნული სწავლება ჩრდილოევროპულ სამხედრო თეატრზე, დასრულდა მოძრავი ბალისტიკური სამიზნის განადგურებით, რასაც ნიდერლანდები და აშშ უძღვებოდნენ. მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შავ ზღვაზე ბოლო მიღწევების წარმოჩენა, ყირიმიდან რუსეთის გახშირებული საცდელი სროლების საუკეთესო შეკავება იქნებოდა – რუსეთი ითხოვს გაუმართლებლად დიდი საოპერაციო რაიონების დაქვემდებარებას და ამით ამართლებს საერთაშორისო წყლებში ხომალდებზე თავის იერიშებს.

უფრო რეალური შესაძლებლობა შავ ზღვაზე საბრძოლო სივრცის ფორმირებისა – არის სანაპირო დაცვის ფრთოსანი რაკეტების (CDCM) განლაგება, რომელთა მოქმედების მანძილი  და რაოდენობა, დაუპირისპირდებოდა რუსეთის დომინაციას. რუმინეთი – ნატოს წევრია, რომლის წვლილი კოლექტიურ თავდაცვაში აღემატება მინიმალურს. აქ იმყოფება აშშ-ს 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ასევე, სახელეთო სისტემა Aegis Ashore-ის ერთადერთი მოქმედი ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვას. ამგვარი სანიმუშო ქცევა ალიანსის სასიკეთოდ, უდავოდ ნაკარნახევია რუმინეთის მეხსიერებით საბჭოთა დიქტატურის შესახებ და მსოფლიო ოკეანეზე გასვლის სურვილით, რაც იკითხება რუსეთის შავ ზღვაზე აგრესიაში.

მაისში რუმინეთმა განამტკიცა თავის პოზიცია, აიღო რა ვალდებულება, შეეძინა რაკეტა – Naval Strike Missile-ი.

2024 წელს, როცა ის მწყობრში შევა, სანაპირო დაცვის ეს სისტემა გაართულებს პუტინის გათვლებს შავ ზღვაზე. თუმცა, თავისთავად ის ვერ იქნება ადეკვატური პასუხი იმ რაკეტებზე, რომლებიც განთავსებულია ყირიმში. აშშ-მ და ნატომ – რუმინეთს, ბულგარეთს და თურქეთს – უნდა მიაწოდოს დამატებითი საშუალებები. ამით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი  მოექცევა ფრთოსანი რაკეტების დაფარვის ზონაში.

რუსეთის დასავლეთით გაფართოება და ნატოს მოკავშირეებისთვის საფრთხის შექმნა, ახლო პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ შეკავების მყისიერი უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება. შვ ზღვაზე სამხედრო სივრცე, არსებითად რუსეთს უპყრია. მისი დომინაცია, წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს ჩვენი ნატოელი მოკავშირეების –  რუმინეთისა და ბულგარეთისთვის. ყოველივე ამას,  უკვე მოჰყვა ტერიტორიული და ადამიანური დანაკარგი პროდასავლურ უკრაინასა და საქართველოში. აშშ-სა და ნატოს რეალური დასწრება შავი ზღვის რეგიონში – მათ შორის, მაღალტექნოლოგიური შეიარაღება და სანაპირო დაცვის ფრთოსანი რაკეტები, საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს – შეაკავებს დაუსრულებელ აგრესიას და უზრუნველყოფს თავისუფალ მიმოსვლას შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში.

 

By admin