Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 The New York Times აშშ

 

 გლაზგო – პრეზიდენტმა ბაიდენმა დაასრულა კლიმატის შესახებ ორდღიანი მოლაპარაკებები მსოფლიო ლიდერებთან, მიესალმა ახალი საერთასორისო ვალდებულებების აღებას კლიმატის ცლილებასთან დაკავშირებით, გაკიცხა ჩინეთი და რუსეთი სამიტზე დაუსწრებლობის გამო და გამოთქვა იმედი, რომ მისი დღის წესრიგი კლიმატის შესახებ, მხარდაჭერას პოვებს მისი ქვეყნის შიგნით – როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სენატორი ჯო მენჩინი – დასავლეთ ვირჯინიის შტატიდან, დემოკრატების საკვანძო კანდიდატი, რომელიც წინააღმდეგია 1.85 ტრილიონიანი კანონპროექტისა – კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და სოციალური დაცვის შესახებ – მას საბოლოოდ, მხარს მაინც დაუჭერს.

„მჯერა, რომ ჯო მას მხარს დაუჭერს – თქვა ბაიდენმა – ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ“.

ჯო ბაიდენმა მიუთითა იმ სხვაობაზე, რაც ამერიკის მთავრობასა და რუსეთ-ჩინეთის ლიდერებს შორის შეიმჩნევა – ისინი არ ჩავიდნენ გლაზგოში, სადაც მიმდინარეობს გაეროს სამიტი კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელსაც COP26 ეწოდა.

„ვთვლი, რომ ჩინეთმა შეცდომა დაუშვა, როცა კონფერენციას არ დაესწრო – თქვა ბაიდენმა – მან ხელიდან გაუშვა შანსი, გავლენა მოეხდინა ადამიანებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის მათზე, ვინც ამ კონფერენციას ესწრება.“

„ ეს გიგანტური პრობლემაა, ის კი არ მონაწილეობს – განაცხადა ბაიდენმა ჩინეთის ხელისუფლების შესახებ – როგორ, ასე იქცევით და ამტკიცებთ, რომ მართავთ?“

ბაიდენის მხრიდან, არანაკლებ მკვეთრი გამოთქმები გაისმა  რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიმართ: „მასთან ხომ პირდაპირი მნიშვნელობით ტუნდრა იწვის. სერიოზული პრობლემები აქვს, ის კი დუმს და იმასაც კი არ ამბობს, რომ რაიმეს იღონებს“.

პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, თუ რატომ იტვირთა აშშ-მ ვალდებულებები, რომლებზე პასუხისმგებლობასაც, სათბური გაზის სხვა მსხვილი ემიტენტები არ კისრულობენ.

„იმიტომ, რომ გვსურს ვისუნთქოთ და გვქონდეს მსოფლიო ლიდერობის შესაძლებლობა, რათა წინ გავუძღვეთ მსოფლიოს“.

 

By admin