profile silhouette of adult Russian man hacker
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Washington Examines  აშშ

სარედაქციო წერილი

 

        დაზვერვაში და კაპიტოლიუმის ბორცვზე, სულ უფრო მყარდება ეჭვი, რომ რუსეთი უნამუსოდ ესხმის თავს ამერიკელებს. კონკრეტულად, დაზვერვა იკვლევს მიზანმიმართულ რადიოსიხშირულ  (იგივე – ,,მიკროტალღურ’’) შეტევებს, აშშ-ს მთავრობის იმ წარმომადგენლების ნერვულ სისტემაზე, რომლებიც დაკავებულნი არიან საგარეო პოლიტიკით ან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით

საქმეში ჩახედული პირები უსაფრთხოების სამსახურში თვლიან, რომ ეს შეტევები დაიწყო 1996 წელს, როცა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ორი თანამშრომელი რუსეთს საქმიანი ვიზიტით ეწვია. სახლში დაბრუნების შემდეგ, ორივე მოულოდნელად დაავადდა პარკინსონით, ერთი მათგანი  2013 წელს გარდაიცვალა კიდეც. მიკროტალღოვანი იარაღის პრობლემამ მეორე სუნთქვა შეიძინა 2016 წელს, როცა სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცსს-ს თანამშრომლებმა ჰავანაში (კუბა) ახალგახსნილი საელჩოდან, გამოთქვეს წუხილი უცნაური სიმპტომების (ყურში ხმაური, ღებინების შეგრძნება, თავბრუსხვევა და ცხვირიდან სისხლის დენა) გამო. ანალოგიური ინციდენტების შესახებ, 2016 წლიდან იტყობინებიან ამერიკელი მოხელეები მთელ მსოფლიოში, მათ შორის – აღმოსავლეთ ევროპაში, ჩინეთში და ვაშინგტონში.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ახლახან არჩეულმა ნაციონალური უსაფრთხოების ჯგუფმა, პირობა დადეს, რომ ამ საკითხს დაუყოვნებლივ შეისწავლიან. ეს არის ნანატრი ძვრა ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგ, რომელიც ყველაფერს ამუხრუჭებდა, ოღონდ კი ყოველივე მიეჩუმათებინა. გამონაკლისი იყო თავდაცვის მინისტრი კრის მილერი, რომელიც მოითხოვდა უფრო აქტიურ ქმედებას და  დაზარალებული პერსონალის დახმარებასა და დაცვას.

რესპუბლიკელებს კონგრესში სამომავლოდ მოუწევთ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკო რუბიოს მსგავსად, მათ უნდა მოითხოვონ, რომ დაზვერვამ და ბაიდენის მაღალი რანგის მოხელეებმა, ისინი საქმის კურსში ჩააყენონ. მოსალოდნელია ყურადღების გამახვილება სამ საკვანძო საკითხზე.

პირველი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამერიკელები, რომლებიც დაზიანდნენ სავარაუდო შეტევით, მიიღებენ აუცილებელ მხარდაჭერას.

მეორე: რესპუბლიკელებმა უნდა გაზარდონ წნეხი დაზვერვაზე, რომ გაირკვეს, ვინ დგას ამ შეტევის უკან და რა მიზნით მოქმედებს. არის რისკი, რომ დემოკრატების მიერ დანიშნული პირები ეცდებიან, დააკნინონ ამ შეტევის მნიშვნელობა ან გადასწიონ ეს ფაქტები მეორე პლანზე, რათა ბაიდენის ადმინისტრაცია არ აღმოჩნდეს რთული არჩევანის წინაშე.

მესამე: ის პირდაპირ მომდინარეობს მეორე საკითხიდან, თუ რუსები აღმოჩნდებიან  დამნაშავენი, რესპუბლიკელებმა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღონ პასუხის გასაცემად. შექმნილ ვითარებაში ბაიდენის ადმინისტრაცია ვერ დასჯერდება მხოლოდ რუსი ჯაშუშების გაძევებასა და ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვიდან რამდენიმე ჩინოვნიკისთვის სანქციების დაწესებას. თუმცა, თუ ბაიდენის რუსეთის ლიდერთან უმაღლეს დონეზე შეხვედრის მისწრაფებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა მისი წინასაარჩევნო რიტორიკა პუტინის დაუნდობლობის შესახებ, ქაღალდზევე დარჩეს. რესპუბლიკელებმა უნდა მოითხოვონ უფრო თანაზომადი პასუხი, მათ შორის სანქცია რუსეთის მილსადენზე ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’ და რუსეთის ელჩის გაძევება. აუცილებელია, ასევე, საიდუმლო ღონისძიებები ამგვარი შეტევების საპასუხოდ და მათ აღსაკვეთად, მაგრამ თუ ამ თავდასხმების უკან მართლაც დგას რუსეთი, ამ ფაქტების სერიოზულობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ყოველივე უნდა შეფასდეს სამხედრო მოქმედებად.

ახლა რესპუბლიკელები მართალია უმცირესობაში არიან, მაგრამ რაკი ამერიკელები სავარაუდოდ იქცნენ გამუდმებული თავდასხმების ობიექტებად, საჭიროა ყოველივეს დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ.

By admin