ERR ესტონეთი
ბოლო ათწლეულში, სხვა ეროვნების მაცხოვრებელთა შორის, ესტონური ენის ცოდნა შესამჩნევად გაიზარდა. ამას გარდა, შემცირდა ურთიერთ ანტიპათია სხვადასხვა ეროვნების მაცხოვრებელთა შორის, თუმცა სხვა ეროვნების მოსახლეობის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვისთვისაც ესტონური მშობლიურია, გაცილებით უკეთესია, ვიდრე თავად ესტონელებისა რუსულ ენაზე მოსაუბრეებისადმი
ასეთი მონაცემები გამოქვეყნდა ორშაბათს, ,,ინტეგრაციის მონიტორინგი-2020’’-ის ფარგლებში. სხვა ეროვნების მაცხოვრებლების მიერ ესტონური ენის ფლობა – 2008 წლის 32%-დან, 2017 წლის 41%-მდე გაიზარდა და ამ დონეზე ნარჩუნდება. ამასთან, მკვეთრად შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ესტონურ ენას საერთოდ ვერ ფლობს (20% – 2008წელს, 8% – 2020 წელს)
ესტონელები მიიჩნევენ, რომ რუსულს უკეთ ფლობენ (45% აქტიურად იყენებს რუსულს), ვიდრე სხვა ეროვნებები ესტონურს.
ახალგაზრდობამ ესტონური უკეთ იცის, ვიდრე უფროსმა თაობამ. 2020 წელს, ესტონურს ფლობდა 34 წლამდე ადამიანების 62%, ხოლო 65-დან ზევით ასაკის მაცხოვრებლების მხოლოდ 27 %. ბოლო წლებში ესტონური ენის ცოდნა ყველაზე მეტად გაუმჯობესდა 65 წელზე უფროს ადამიანებში და ყველაზე ნაკლებად, 34 წლამდე მაცხოვრებლებში. ესტონელებში რუსული ენის ფლობის ტენდენცია საპირისპიროა: უფროსი ასაკის ესტონელებმა რუსული ენა უკეთ იციან, ახალგაზრდობა კი ამ ენას ნაკლებად ფლობს
სხვა ენა გამოიყენება მუშაობისა და სწავლისას
ესტონელებს, ისე სხვა წარმომადგენლებს შორის, თავისუფალ დროს მეორე ენის – ესტონურის ან რუსულის – გამოყენება შემცირდა. ესტონური ენის მოხმარება სხვა ეროვნების ადამიანებში, შემცირდა 50%-დან 33%-მდე. ამგვარად ესტონელები და სხვა ეროვნების ადამიანებიც, თავისუფალ დროს საკუთარ ენობრივ სივრცეში ურთიერთობენ, მაგრამ სამსახურში ან სასწავლებელში, სხვა ენებს იყენებენ.
კვლევის ავტორთა შეფასებით, ეს ტენდენცია იძლევა იმის იმედს, რომ სხვა ეროვნების ახალდაზრდობა უკეთ ინტეგრირდება ესტონელებთან და სამომავლოდ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ. სხვადასხვა ენობრივი ჯგუფები გაცილებით უკეთ ურთიერთობენ სამუშაოზე და სკოლაში, ასევე მაშინ, როცა მეზობლად ცხოვრობენ. გაცილებით ნაკლებია ენობრივი ჯგუფის მიღმა ურთიერთობები ოჯახში, თავისუფალ დროსა და ინტერნეტში, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ-ურთიერთობები 2020 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსულენოვანი ადამიანებისთვის ესტონური ნაკლებმნიშვნელოვანია პირად ურთიერთობებში, მაგრამ მისი ფლობა ისევე ფასეულია მათთვის, როგორც ესტონელებისთვის, რადგან ესტონური საჭიროა განათლების მისაღებად და სამსახურში.
რუსები ესტონელებს უკეთ ეპყრობიან, ვიდრე ესტონელები რუსებს
სხვადასხვა ენობრივი ჯგუფების ურთიერთობის ანალიზით ირკვევა, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიდან, იმ ადამიანებს, ვისთვისაც ესტონური მშობლიურია, 2010 წელს, დადებითად ეკიდებოდა 58%, 2020 წელს კი 72%-ი. ესტონელებს შორის რუსულენოვან მეზობლებს საწინააღმდეგო არაფერი აქვს 44%-ს ( 2010 წელს, ეს მაჩვენებელი 23 %-ს შეადგენდა).