Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

CNN  აშშ

თიმ ლისტერი

 

უკრაინელი ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების  მონაცემებით, რუსი მებრძოლები წინ მიიწევენ უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონში — სუმის ოლქში. ამის შედეგად, რეგიონის დედაქალაქი, უკვე მოხვდა რუსული უპილოტოებისა და არტილერიის სამოქმედო არეალში

უკრაინი შეიარაღებული ძალების მე-15 მობილური სასაზღვრო რაზმის მოსამსახურე — ივან შევცოვი ჰყვება, რომ სუმისთან მიახლოებასთან ერთად, რუსები ცეცხლით აქტიურად „ამუშავებენ“ ამ რაიონს და ამის გამო, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

„ამ დროისთვის ტერიტორია, რომელიც მტერმა დაიკავა, შეადგენს 15 კილომეტრს ფრონტის გასწვრივ და 6-7 კილომეტრს სიღრმეში“ — იტყობინება შევცოვი. მან დააამატა, რომ რუსები ცდილობენ, მიუახლოვდნენ ქალაქ იუნაკოვკას, რომელიც დღევანდელი პოზიციებიდან, სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრშია.

ქალაქ სუმის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება, რომ 24 საათის განმავლობაში, რუსეთის არმიამ, ამ რეგიონში, 150-ჯერ გაუხსნა ცეცხლი 47 დასახლებულ პუნქტს.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ დაკავებულია სოფელი ანდრეევკა, რითაც ფრონტი ფართოვდება, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი.

შევცოვი ამბობს, რომ შემდგომი წინსვლით, რუსები შეძლებენ, რომ უფრო კოორდინირებულად წარმართონ ქალაქ სუმიზე დარტყმები.

ქალაქის მაცხოვრებელთა ახლანდელი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ომამდე აქ 250 ათასი კაცი ცხოვრობდა.

არაოფიციალური უკრაინული ორგანიზაცია DeepState-ი, რომელიც აკვირდება სიტუაციას ფრონტზე, იტყობინება, რომ რუსულმა ჯარმა დაიკავა კიდევ ერთი სოფელი სუმის ოლქის ჩრდილოეთში. ამის შედეგად სუმიმდე 20 კოლომეტრი რჩება.

„მტრის წინსვლაში მთავარი საფრთხე არის ის, რომ რუსეთი უახლოვდება იმ მიჯნას, რომლიდანაც ქალაქ სუმიზე დარტყმები შესაძლებელი იქნება FPV-ი დრონებით“ — აცხადებს DeepState-ი. შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელებს არ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ოპტიკურბოჭკოვან დრონებს, რომლებსაც შეუძლია გადალახოს რადიოშეფერხებები.

„ცალკე პრობლემაა პირადი შემადგენლობის უკმარისობა, რაც თვალშისაცემია“ — ამბობს DeepState-ი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, ბოლო კვირეებში, რუსებმა გააძლიერეს შენაერთი ხსენებულ რაიონში — მას შემდეგ, რაც მაისის თვეში ვლადიმირ პუტინმა მოინახულა მეზობელი რუსული რეგიონი კურსკი და ბრძანება გასცა, შექმნილიყო ბუფერული ზონა სუმის ფარგლებში.

        ISW-მ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ გააქტიურა სახმელეთო იერიშები და ამ საქმეში ჩართო რამდენიმე გამოცდილი ბრიგადა, მათ შორის საჰაერო- სადესანტო ნაწილი.

უკრაინული არმიის წარმოადგენლის — შევცოვის თქმით, რუსები აპირებენ არა მარტო სუმში „შესვლასა და 20-30 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას, არამედ ამ ოლქის სრულად დაპყრობას“.

სამშაბათს, ქალაქი სუმი, მოექცა სარაკეტო დარტყმების ქვეშ, რის შედეგადაც, ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, 20-ი კი დაიჭრა. ზელენსკიმ მომხდარი შეაფასა, როგორც „სასატიკი დარტყმა … უშუალოდ ქალაქზე და მის საცხოვრებელ ნაწილზე — სარაკეტო არტილერიის გამოყენებით“.

საოლქო ცენტრის დაპყრობა, რუსულ არმიას ჯერჯერობით არ შეუძლია, მაგრამ ქალაქზე შეტევებით, რუსები მოახერხებენ, შეაფერხონ უკრაინული შენაერთების გადასროლა ფრონტის სხვა უბნებზე.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *