Bloomberg აშშ
ილია არხიპოვი
რუსეთმა განაცხადა, რომ შეიტანს ოფიციალურ პროტესტს, იმ ინციდენტის გამო, რომელიც შაბათს შავ ზღვაზე მოხდა, როცა სამოქალაქო თვითმფრინავებს მოუწია კურსის შეცვლა – ამერიკული სადაზვერვო ხომალდის მიზეზით
„აშშ-სა და ნატოს სამხედრო თვითმფრინავების რუსეთის საზღვრებთან გაზრდილი აქტივობის გამო, იზრდება საშიში ინციდენტების რისკი სამოქალაქო ავიაციისთვის – წერდა კვირას, თავის Facebook-ზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი – მარია ზახაროვა – და თუ ამჯერად, შავი ზღვის თავისუფალ წყლებში, აღიკვეთა კატასტროფა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ს და ნატოს შეუძლიათ მომავალშიც შეუქმნან საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს“. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2 სამგზავრო თვითმფრინავი იძულებული შეიქნა, შეეცვალა ფრენის კურსი და სიმაღლე, რადგან მათი მარშრუტი გადაკვეთა ნატოს მზვერავმა-თვითმფრინავმა, რომელმაც უგულვებელყო საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების რუსული ორგანოების სიგნალები. კომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავი – მოძრაობდა თელ-ავივი-მოსკოვის რეისზე, ხოლო მეორე – მალტის კუთვნილი ხომალდი, შავიზღვისპირა კურორტ სოჭიდან, ჩრდილოეთ მაკედონიისკენ მიემართებოდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სამშაბათს გეგმავენ მოლაპარაკებების დაწყებას ვიდეოკავშირის რეჟიმში, რომელიც გაიმართება რუსული სამხედრო შენაერთების უკრაინის საზღვრებთან თავმოყრისა და შავ ზღვაზე ნატოს ინტენსიური სამხედრო მოქმედებების გამო გაზრდილი დაძაბულობის ფონზე. ამერიკული დაზვერვა მივიდე იმ დასკვნამდე, რომ კრემლი მომავალ წელს გეგმავს უკრაინაზე თავდასხმას – დახლოებით 175 000 ჯარისკაცის მონაწილეობით. ხოლო რუსეთმა ამხილა დასავლეთი, კრემლის მიერ დადგენილი უსაფრთხოების „წითელი ხაზების“ დარღვევასა და დასავლეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების მცდელობაში.