Лiга უკრაინა
ვადიმ რებრინი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეშფოთება გამოთქვეს, უკრაინის მხრიდან დონბასში მოიერიშე დრონ Bayraktar-ის გამოყენების გამო. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება თავი დაიცვას. გფრ-ს საგარეო უწყების პოზიცია დღევანდელ ბრიფინგზე, მისმა წარმომადგენელმა ანდრეა ზასემ გაახმოვანა
„ბერლინში ძალზე შეშფოთებული არიან უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებათა ინტენსივობის ზრდით, ასევე, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რომლის თანახმად, საარტილერიო სროლის შედეგად, ერთი დაღუპული და ერთი დაჭრილი ჯარისკაცის საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენა „ბაირახტარის“ ტიპის დრონი“ – განაცხადა ზაცემ.
მან დასძინა, რომ „დრონებს იყენებს ყველა მხარე, თუმცა მინსკის შეთანხმებით, ეს ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ ეუთოს მისიისთვის.“
ელჩი მელნიკი Bild-თან კომენტარში კატეგორიულად ეწინააღმდეგება გერმანიის წარმომადგენლის პოზიციას: „ უკრაინული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებას“, ვინაიდან უკრაინას „აქვს თავის დაცვის კანონიერი უფლება, როცა მის ტერიტორიებს დღითა და ღამით ბომბავენ რუსული მძიმე იარაღიდან და როცა მშვიდობიანი მაცხოვრებლები და ჯარისკაცები იღუპებიან“ – განაცხადა დოპლომატმა.
უკრაინა, თავის მხრივ, მოუწოდებს „გერმანის ხელისუფლებას უკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ დრამატული სიტუაციის თაობაზე შეშფოთების ნაცვლად, გააორმაგოს თავის ძალისხმევა როგორც შუამავალმა, რათა მოწვეულ იქნას ნორმანდიული სამიტი გერმანიაში“- აღნიშნა მელნიკმა.
გუშინ ბოევიკებმა რამდენჯერმე დაცხრილეს უკრაინის გაერთიანებული ძალების პოზიციები დონეცკის ოლქის გრანიტნოეს რაიონში და თვით დასახლებული პუნქტი. შედეგად, დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მეორე კი დაიჭრა და დაზიანდა მშვიდობიანი მოქალაქეების 6 სახლი. საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აამოქმედეს უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar-ი და რაკეტით გაანადგურეს იმ ჰაუბიცებიდან ერთ-ერთი, რომლებიდანაც ბოევიკები ისროდნენ.
უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების გამო, კრემლი იმუქრება დონბასში, შეხების ხაზზე – „სიტუაციის დესტაბილიზაციით“.