POLITICO აშშ
მარინა ადამი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მთელი ყურადღება მიმართულია არა იმდენად პიროვნულად პუტინის, არამედ რუსეთისკენ, როგორც სახელმწიფოს ქმედებებისკენ
შეერთებული შტატები ,,უპასუხებს,’’ თუკი რუსეთი ,,იმოქმედებს დაუფიქრებლად და აგრესიულად’’- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რადიო ბიბისის პროგრამაში – ,,დღეს.’’
რუსეთის დაუფიქრებელი მოქმედებების ჩამონათვალიდან, ბლინკენმა გაიხსენა ,,კობერშეტევა SოlarWind-სი,’’ ,,ჩვენს არჩევნებში ჩარევა’’ და ,,ნავალნისადმი მოპყრობა.’’ ამასთან, მან დასძინა, რომ აშშ-ს ,,ურჩევნია უფრო სტაბილური და განჭვრეტადი ურთიერთობა, თუ რუსეთის ქმედებები ამის საშუალებას მისცემს.“
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენისთვის პიროვნულად მიუღებელია გაზსადენი ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2,’’ რომელიც რუსეთიდან გერმანიისკენ მიემართება. მართალია, აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ თავდაპირველად დაადასტურა სანქციები იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ და ეს მოხდა რუსეთის სადამსჯელო ღონისძიებების ახალ ფორმატში, მაგრამ აპრილში გადაწყვეტილება გაუქმდა. მიუხედავად ამისა, აშშ-ს პრეზიდენტი დღემდე თვლის ,,ჩრდილოეთ ნაკად-2’’-ს ,,უტვინო წამოწყებად.’’
ჩრდილოეთ ირლანდიაზე საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ შეთანხმების ყველა პლუსი უნდა იქნას გამოყენებული’’ და რომ აშშ ,,ბოლომდე კონცენტრირებულია’’ მიაღწიოს მშვიდობას. ბაიდენისთვის მთავარია ,,ვნების კვირაში მიღწეული მოღწეული შეთანხმების ყველა პლუსი იქნას გამოყენებული’’. ,,ჩვენ ვფიქრობთ ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე’’- განაცხადა ბლინკენმა.
რაც შეეხება ჩინეთს, ბლინკენმა თქვა, რომ აშშ არ აპირებს მის შეკავებას, მაგრამ მან იქვე გაფრთხილებაც მოაყოლა, რომ ,,თუკი ვინმე შეეცდება დღევანდელი მსოფლიო წესრიგის მოშლას, არ ითამაშებს წესების მიხედვით და არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ჩვენ ავდგებით და ვიტყვით: ,,არა, ამას ჩვენ არ შევეგუებით.’’ ეს ეხმიანება ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც გამოქვეყნდა ,,დიდი შვიდეულის’’ კონფერენციის შემდეგ და რომელშიც ბლინკენი სამშაბათ-ოთხშაბათს მონაწილეობდა.