Fokus პოლონეთი
მათეუს ლისონი
შეიარაღების დღევანდელ რბოლაში, რომელშიც ლიდერებს შორის დისტანცია განისაზღვრება წამის მეათედებით, რუსეთმა გადადგა მოულოდნელი ნაბიჯი, როცა ძირითადი აქცენტი გააკეთა ჰიპერბგერით რაკეტაზე – სახელწოდებით „ორეშნიკი“. ეს იარაღი გათვლილია სწრაფ და მოულოდნელ დარტყმაზე, რომელიც ძნელია, აღკვეთო თავდაცვის თანამედროვე სისტემებით
რუსეთმა გამოაცხადა „ორეშნიკის“ მასობრივი წარმოების შესახებ, რომელსაც პუტინის მიერ მართული სახელმწიფო მოიხსენიებს, როგორც საშუალო სიშორის ჰიპერბგერით რაკეტა – БРСД-ს. 2025 წლის 23 ივნისს, უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე, პუტინმა მაღალი შეფასება მისცა რაკეტის შესაძლებლობებს, რომლის გაშვება პირველად მოხდა გასული წლის 21 ნოემბერს. მაშინ, როგორც რუსული მხარე იტყობინება, „ორეშნიკმა“ დააზიანა საწარმოო კომპლექსი უკრაინულ ქალაქ დნეპროპეტროვსკში. ამასთან, რაც უნდა აღინიშნოს, ამ შემთხვევაში რუსეთმა უარი თქვა მძლავრი მუხტით ქობინის აღჭურვაზე და წინასწარ დააანონსა ამ იარაღის გამოყენება.
პუტინის Game‑changer-ი ანუ იარაღი, რომელიც არ ტოვებს შანსს, რომ ნატომ მშვიდად იძინოს
„ორეშნიკი“ ნულიდან არ შექმნილა, მისი კონსტრუქცია ეფუძნება 2018 წელს შეიარაღებიდან მოხსნილ რაკეტა РС-26 „რუბეჟს“. ინჟინრებმა 80-90 %-ით შეინარჩუნეს პროტოტიპის კომპონენტები, მაგრამ ძირეულად შეცვალეს სათავო ნაწილი და ატმოსფეროში ხელმეორედ შესვლის სისტემა. ამან შესაძლებელი გახადა, ის შეცვლილიყო ნაკლებად მასიური კონსტრუქციით, რაკეტა ყოფილიყო უფრო მანევრირებადი და მეტად ინტეგრირებულიყო სათავო ნაწილთან (MIRV-ი).
„ორეშნიკი“ ავითარებს 10 მახზე მეტ სიჩქარეს ანუ 12 000 კმ/სთ-ში, ეს სამჯერ უფრო სწრაფია ჩვეულებრივ ფრთოსან რაკეტებზე და ჯაბნის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემას, მეტიც, მისი სიშორე აღწევს 500 კილომეტრს. ასე რომ დარტყმის განხორციელება, შესაძლებელია თითქმის მთელს ევროპაზე და კიდევ უფრო შორსაც – თუ მას გაისვრი რუსეთის ევროპული ნაწილიდან ან ბელორუსიდან. თუმცა ამ რაკეტის უნიკალური შესაძლებლობები მხოლოდ სისწრაფით და სიშორით არ შემოიფარგლება – ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ქობინა შედგება ექვსი ნაწილისგან და აღჭურვილია ინდივიდუალური დამიზნების სისტემა – MIRV-ით. თითოეული ჭურვი შეიცავს სუბსაბრძოლო მასალებს. ასეთი კონსტრუქციით, შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე სამიზნის განადგურება და მისი მოგერიება უფრო რთულდება: შეგახსენებთ, რომ ისეთი თანამედროვე სისტემები, როგორიცაა Patriot-ი და THAAD-იც კი, არ არის გათვლილი ერთდროულად მრავალი სამიზნის განეიტრალებაზე…
…ამდენად ნატოს წინაშე დგება საკითხი: ინვესტიცია ჩადოს გადაჭერის უფრო სწრაფი სისტემების შექმნაში, ან განაახლოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლზე, ან შექმნას საკუთარი ჰიპერბგერითი იარაღი. ჩამოთვლილი ვარიანტებიდან, არც ერთი არ არის იაფი და უეჭველად გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას.