Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор.НЕТ  უკრაინა

ლარისა კონონენკო

 

 ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყოველ ჯერზე, როცა ფრონტის ახალ უბანზე  რუსები იწყებენ შეტევას, ვაწყდებით ერთი და იგივე პრობლემას – ფორტიფიკაცია ან არ არის ან ისეთი არ არის, როგორიც საჭიროა

ამის შესახებ გვიყვება გამოცემა Цензор.НЕТ-ის რედაქტორი იური ბუტუსოვი – ელენა ტრიბუშნასთან საუბრის დროს, პოდკასტში – „Є ПИТАННЯ”. ცნობისთვის: ბუტუსოვი გასულ თვეში მსროლელად ჩაეწერა ნაცგვარდია „Хартия”-ს მე-13 ბრიგადაში და ახლა გადის სამხედრო მომზადების საბაზისო კურსს.

ბუტუსოვმა აღნიშნა რომ, როგორც ჟურნალისტი, ამის შესახებ ბევრს წერდა და ლაპარაკობდა.

მისი აზრით, მშენებლობა – ესაა რესურსების დაგეგმარების პროცესი: ვინ აშენებს, რა მოცულობისას, რა ფორმით, როგორ პროექტს და რა დროში. მნიშვნელოვანია რამდენი ადამიანი და რა რაოდენობის მასალებია ამაში ჩართული და რა თანმიმდევრობით. უკრაინაში კი არ არის ერთიანი ცენტრი, პასუხისმგებელი მშენებლობაზე. ამჟამინდელი მდგომარეობით, თავდაცვის ორგანიზაციას კურირებენ სამხედროები – გენერალური შტაბი, ხოლო თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობაზე, პასუხს აგებს სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია.

„სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩვენ ასეთი პროექტი გადმოგვცეს სამხედროებმა და ვაშენებთ ისე, როგორც გვითხრესო. სამხედროები კი აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია აშენებს არა იმას, რაც ჩვენ გვსურს, არამედ იმას, რაც თვითონ აწყობსო. შედეგად, დავხარჯეთ ათობით მილიარდი გრივნა სრულიად გამოუსადეგარ ნაგებობებზე, რომლებსაც ჩვენ სამხედროები ვერც აქამდე  იყენებდნენ და ვერც მომავალში გამოიყენებენ. ესაა აბსურდი“ – აღნიშნავს ბუტუსოვი.

როგორც ბუტუსოვი აცხადებს, თავდაცვით ნაგებობებზე ომის წლებში დაიხარჯა, მინიმალური გაანგარიშებით, სადღაც 30-35 მილიარდი გრივნა – თითქმის მილიარდი დოლარი.

„უბრალოდ გადათხარეს მინდვრები ექსკავატორებით, პრაქტიკულად მინიმალური ეფექტიანობით. ღმერთმა ქნას, ამ ნაგებობების, თუნდაც 1% გამოიყენებოდეს დანიშნულებისამებრ. ამას ვამბობ დიდი სიფრთხილით. კარგი ჩავთვალოთ, ეფექტიანია – 2 %. როგორც წესი, ამ ბლინდაჟებში სხედან მეორე, მესამე ხაზის დამცველები. ბრძოლები კი ამ უბნებზე, რუსების მიახლოებამდე,  იშვიათად ხდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *