Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Reuters  დიდი ბრიტანეთი

 

  12 ივნისი – შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსების სწრაფვას ნათელი მომავლისკენ, წერს ოფიციალურ მისალოც ბარათში სახელმწიფო მდივანი – მარკო რუბიო. ამით ის ადასტურებს მოსკოვთან კონსტრუქციული დიალოგისა და უკრაინაში მიმდინარე  კონფლიქტის უსწრაფესი მოგვარების სურვილს

სახელმწიფო ზეიმი – რუსეთის დღე, ეძღვნება ისტორიულ მოვლენას, როცა 1990 წლის 12 ივნისს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე წელიწადნახევრით ადრე, მიიღეს დეკლარაცია – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ.

„მთელი ამერიკელი ხალხის სახელით, ვულოცავ რუს ხალხს რუსეთის დღეს. ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ შესაძლებლობას საიმისოდ, რომ დავადასტუროთ შეერთებული შტატების სწრაფვა რუსეთის  ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთქმედებისკენ, იმ მიზნით, რომ დამყარდეს მტკიცე მშვიდობა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ხელსაყრელი ორმხრივი ურთიერთობის დამყარებას ჩვენს ქვეყნებს შორის“ – ნათქვამია მარკ რუბიოს განცხადებაში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

გასულ სამშაბათს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ მოსკოვის ახალმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში – ალეკსანდრ დარჩიევმა, პირობა დადო, რომ იმუშავებს ვაშინგტონთან ურთიერთობის სრულად აღდგენისთვის. დიპლომატმა ოფიციალურად გადასცა დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელი.

ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ტრამპი დაუბრუნდა საპრეზიდენტო სავარძელს. ორმხრივი ურთიერთობის საკვანძო თემად, ისევ რჩება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარება.