Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Wall Street Journal  აშშ

სერგეი კარავაინი

 

მეტსახელი – „პაპა“, იმდენად გავრცელებულია უკრაინულ არმიაში, რომ 4-კაციან საარტილერიო გათვლაში, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძვის, ორს სწორედ ასე ეძახიან: „ასაკი სახუმარო არ მაქვს, მაგრამ უმოძრაოდ ყოფნა არ შემიძლია, შტაბში ან სახლში ჯდომა, ჩემი საქმე არ არის“ – მითხრა ამ წყვილიდან ერთ-ერთმა – ანდრეი კუხარმა, რომელიც წელში მოხრილი დგას მიწურში, სადღაც ჩასოვ იარის მახლობლად

ის 46 წლისაა, ყურადღებით უსმენს რადიოს, საიდანაც ელის ახალ მითითებებს და თან ჩასჩერებია ტელეფონს, რათა შვილიშვილის ამბები შეიტყოს. მეორე „პაპა“ – მისი 53 წლის მეგობარი, ნიკოლაი ვოსკრესია, რომელსაც 5 შვილიშვილი ჰყავს – უმეტესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს. მან თავად მიატოვა სამუშაო მშენებლობაზე პოლონეთში და მოხალისედ ჩაეწერა შეიარაღებულ ძალებში იმ დღესვე, როცა 2022 წლის თებერვალში, რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. ის ფიქრობს, რომ გაღებული მსხვერპლი ამად ღირს: „ახალგაზრდა უკრაინელებმა კი ახალ ცხოვრებას უნდა აუწყონ ფეხი და როცა ომი დამთავრდება, ქვეყანა უნდა აღადგინონ“ – ამბობს ის.

ამ თიკუნის პოპულარობა, თავისთავად მიანიშნებს უკრაინული არმიაში არსებულ პრობლემაზე, რომელიც სულ უფრო მწვავდება ომის მეოთხე წელს: როცა ზედმეტი ხიშტი სანთლით საძებარია.

ამერიკელი ჩინოვნიკები არაერთხელ ითხოვდნენ გასაწვევი ასაკის დაწევას, მაგრამ კიევი ჯიუტობს, რადგან ფიქრობს, რომ სასაკლაოს მასშტაბების გაზრდა, კიდევ უფრო დაანგრევს ქვეყნის დემოგრაფიას და დააბრკოლებს ომისშემდგომი აღდგენის პროცესს. მას აქვს საამისო საფუძველი. 1990-იანი წლების ეკონომიკურმა ძნელბედობამ, რომელმაც თავი იჩინა  სსრკ-ს დაშლის კვალად, მკვეთრად შეამცირა შობადობა ქვეყანაში. უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემით, უკრაინაში 40 წელზე ხანდაზმული მამაკაცი უფრო ბევრია, ვიდრე 18-დან -25 წლამდე ასაკის.

ყველა მამაკაცი 25-დან 60 წლამდე, ითვლება სამხედრო ვალდებულად და მას ყოველ წუთს შეიძლება უხმონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რომლის რიცხოვნება – 880 000-ს შეადგენს. თავად უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ნებისმიერ შენაერთში, ყველაზე მრავალრიცხოვანი 40-50 წლის მამაკაცთა ჯგუფია.

ხშირად – უფროს და ყველაზე გამოცდილ მებრძოლს უწოდებენ „პაპას“ –  ასაკის გამო ან პატივისცემის ნიშნად. ხდება იმგვარადაც, როცა ამ მეტსახელს თავად ირქმევენ მებრძოლები ან მათ ასე მიმართავენ ახალგაზრდა თანამებრძოლები.

სხვადასხვა მიმართულებით თავის მოსინჯვის შემდეგ, უფროსებიდან ბევრი, მძღოლობას ან ტანკისტობას ირჩევს. ყველაზე რთული ქვეითად სამსახურია, სანგარში საათობით ჯდომის გამო. ამ ჯარისკაცების უმეტესობას ჰყავს შვილიშვილები.

და მაინც, უკრაინას აქვს ხელუხლებელი სამხედრო რესურსი – ესაა 18-24 წლის ახალგაზრდობა. ეს ნაწილი ძირითადად ბრძოლისთვის გამოსადეგია, არის კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში და აქვს ის უნარ-ჩვევები, რაც სჭირდება საბრძოლო მოქმედებების დღევანდელ თეატრს – აქ ბატონობს უპილოტოები და სხვა მოწინავე საბრძოლო საშუალებები. ხელისუფლებამ წამოიწყო ახალი პროგრამა და ცდილობს ახალგაზრდები მიიზიდოს არმიაში. ეს გულისხმობს – 24 000 დოლარის ერთჯერადად გაცემასა და უპროცენტი იპოთეკას, თუმცა ზოგადად 25 წლამდე პირები, გათავისუფლებულნი არიან შეიარაღებულ ძალებში სამსახურისგან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *