The Washington Post აშშ
ენჯი ორელანა ერნანდესი
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა უმსხვილეს მსოფლიო რელიგიად რჩებოდა 2010- 2020 წლებში, ქრისტიანთა რაოდენობის ზრდის ტემპი, ჩამორჩება დედამიწის მოსახლეობის მატების მაჩვენებელს. ამასთან ისლამმა, როგორც ყველაზე მზარდმა რელიგიამ, გაზარდა თავისი წილი მსოფლიო დემოგრაფიაში. ამის შესახებ, ნათქვამია Pew Research-ის ანგარიშში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა
მართალია, ქრისტიანების (სხვადასხვა კონფესიის) საერთო რიცხვი შეადგენს 2.3 მილიარდ ადამიანს, მაგრამ მათი წილი მსოფლიო მოსახლეობაში, შემცირდა 1.8 პროცენტული პუნქტით და ახლა შეადგენს 28.8 %-ს, რაც დიდწილად რელიგიისგან განდგომით აიხსნება. მეორე მხრივ, იმ ანგარიშის თანახმად, რომელიც იკვლევს ცვლილებებს რელიგიურ დემოგრაფიაში (კვლევა ეფუძნება 2 700 მიმოწერასა და გამოკითხვას), მუსულმანთა რაოდენობა გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით და მიაღწია 25.6 %-ს.
„გასაოცარია თუ რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა 10 წელიწადში. ამ დროის განმავლობაში, მუსულმანებისა და ქრისტიანების რაოდენობა თითქმის გათანაბრდა. ამასთან ისლამი, გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა მსხვილი რელიგიები“ – ამბობს კონრად ჰაკეტი Pew Research Center-იდან. სწორედ ის ხელმძღვანელობდა აღნიშნულ კვლევას.
ისლამის პოპულარობა, აიხსნება ახალგაზრდობის წილით მუსულმანურ მოსახლეობაში. 2020 წლისთვის, მუსულმანების საშუალო ასაკი შეადგენდა 23 წელს, მაშინ, როცა არამუსულმანებში ეს მონაცემი 33-ია. ამას გარდა, ზოგიერთ რეგიონში მუსულმანთა შობადობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რელიგიურ ჯგუფებისა, მათ შორის ქრისტიანების.
„ყოველ ახლადმოქცეულ ქრისტიანზე, მოდის 3 კაცი, რომელიც მართალია იზრდება ქრისტიანულ გარემოში, მაგრამ მოგვიანებით ემიჯნება თავის აღმსარებლობას“ – ამბობს ჰაკეტი. კვლევა აჩვენებს, რომ ქრისტიანთა უმეტესობა, ცხოვრობს აფრიკის ქვეყნებში – საჰარის სამხრეთით. აქამდე ყველაზე მეტი ქრისტიანი სახლობდა ევროპაში.
„ეს არის მაღალი შობადობის, ახალგაზრდების ხვედრითი წილისა და მკვეთრი დემოგრაფიული მატების შედეგი აფრიკაში. იმავდროულად ევროპაში თვალსაჩინოა მოსახლეობის დაბერება, დაბალი შობადობა და რელიგიისგან მასობრივი გამიჯვნა“ – აღნიშნავს ჰაკეტი.
რელიგიის უარმყოფელი ქრისტიანებმა, შეავსეს ათეისტების რიგები მთელს მსოფლიოში. 2020 წელს პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი, არ მიაკუთვნებდა თავს რომელსამე აღმსარებლობას ( 24%) – შედარებისთვის, 2010 წელს ეს მონაცემი შეადგენდა – 23.3%-ს…
…ათეისტების რაოდენობით ლიდერია – ჩინეთი. მისი 1.4 მილიარდიანი მოსახლეობიდან, ასეთია 1.3 მილიარდი კაცი. მას მოსდევს აშშ (101 მილიონი – 331.5 მილიონიდან) და იაპონია (73 მილიონი – 126.3 მილიონიდან).
კიდევ ერთი რელიგიური მიმდინარეობა, რომლის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა, არის ბუდიზმი. 2020 წელს, ბუდისტების რიცხვი შეადგენდა 343 მილიონს. ესეც აიხსნება რელიგიისგან განდგომითა და დაბალი შობადობით. ანგარიშის თანახმად, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვითიდენტიფიკაციას ახდენენ ინდუიზმთან და იუდაიზმთან, არ არის შეცვლილი.
„დროდადრო გვესმის საუბრები რელიგიურობის აღორძინებაზე და არ არის გამორიცხული, სადღაც ასეც იყოს. თუმცა ჩვენი ათწლიანი კვლევა, ააშკარავებს საერთო ტენდენციას: უმეტეს რეგიონებში, ადამიანებს სულ უფრო ნაკლებად სწამთ რელიგიის“ – ჰაკეტი.
ასაკობრივი და შობადობის განსხვავებული მონაცემების საფუძველზე, ჰაკეტი მიდის დასკვნამდე, რომ მუსულმანებისა და ქრისტიანების რაოდენობა, სულ უფრო მიუახლოვდება ერთმანეთს და მალე ისლამი გახდება ყველაზე გავრცელებული რელიგია მსოფლიოში.
„ამ პროექტის შედეგებით, განისაზღვრა ჩვენი შემდეგი სამუშაო – ესააა დემოგრაფიული პროგნოზები გაკეთება: თუ ამაჟამინდელი ტენდენციები შენაჩუნდა, საინტერესოა როდის გაუთანაბრდება მუსულმანების რიცხვი ქრისტიანებისას“- აღნიშნავს ჰაკეტი.