Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Reuters  დიდი ბრიტანეთი

ენდრიუ ოსბორნი

 

მოსკოვი, 3 მაისი. ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ უკრაინის დედაქალაქი „ცოცხალი შეხვდება“ 10 მაისს, თუ 9 რიცხვში უკრაინამ შეუტია მოსკოვს – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საზეიმო დღესასწაულზე. ამის შესახებ შაბათს განაცხადა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა – დმიტრი მედვედევმა

მანამდე, ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის მთელ ხაზზე – საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით.

კრემლი იტყობინება, რომ 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა, ამოქმედდება 3 დღით. ის დაიწყება 8-9 რიცხვებიდან, როცა პუტინი მიიღებს საერთაშორისო ლიდერებს, მათ შორის ჩინეთის სდრ-ს ლიდერ სი ძინ პინს და ზავი 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მოსკოვის ამ წინადადებაზე, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ზავისთვის თუ ის 30 დღით გასტანს. პუტინმა ეს ვარიანტი ახლო პერსპექტივაში გამორიცხა და თქვა, რომ მას სურს ხანგრძლივი მოწესრიგება და არა მოკლევადიანი პაუზები.

ამასწინათ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინამ, საბრძოლო მოქმედებების ხასიათიდან გამომდინარე, ვერ გასცემს უსაფრთხოების გარანტიებს უცხოელი მაღალი რანგის პირებზე, რომლებიც გეგმავენ მოსკოვში ჩასვლას ტრადიციულ 9 მაისის აღლუმზე.

„ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც რუსეთის ტერიტორიაზე ხდება. ისინი თავად აგებენ პასუხს თქვენს უსაფრთხოებაზე და ამდენად, ჩვენ ვერავითარ გარანტიას ვერ მოგცემთ“ – გამოაცხადა ოფიციალური კიევის ლიდერმა. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მედვედევმა, რომელიც საომარი ოპერაციის დაწყებიდან, მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე ანტიდასავლელ „ქორად“ მოგვევლინა, ზელენსკის განცხადებას „სიტყვიერი პროვოკაცია“ უწოდა. მან თქვა, რომ კიევისთვის არავის უთხოვია, კარსმომდგარ 9 მაისის დღესასაწაულთან დაკავშირებით, გაეცა უსაფრთხოების გარანტიები.

„მწვანე, გაუპარსავმა, მორალურმა კნინმა განაცხადა, რომ უარყოფს პუტინის წინადადებას 3-დღიანი ზავის შესახებ და ვერ უზრუნველყოფს მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებას მოსკოვში. და ვინ სთხოვა მას გარანტიები? ეს უბრალოდ სიტყვიერი პროვოკაციაა, მეტი არაფერი. ეს მძორი ხვდება, რომ გამარჯვების ზეიმზე რეალური პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ კიევისთვის საერთოდ დადგება 10 მაისი“ – წერს დმიტრი მედვედევი თავის  Telegram– არხზე.