AFPBB News იაპონია
23 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მწვავედ გააკრიტიკა ვლადიმირ ზელენსკი. ამერიკის ლიდერმა ზელენსკის ბრალი დასდო იმაში, რომ მას არ სურს კონფლიქტის დასრულება
კრიტიკის საბაბი გახდა ზელენსკის დემონსტრაციული უარი, აღიაროს ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილად. მასზე მოსკოვმა კონტროლი – 2014 წელს დააწესა და ნახევარკუნძულზე რეფერენდუმიც ჩაატარა.
აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრის შემდეგ, რომელიც ლონდონში გაიმართა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მხარეები „ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან“ და ზელენსკის უარი აშშ-ს პირობებზე, მხოლოდ გააჭიანურებს სისხლისმღვრელ შეტაკებებს.
მანამდე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, ვაშინგტონის სახელით, წარმოადგინა მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის გეგმა. ამერიკული პროექტის მიხედვით, რუსეთი შეინარჩუნებს კონტროლს უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმზე.
დონალდ ტრამპი პირველად არ ესხმის თავს უკრაინის უთავბოლო ლიდერს, მას პროვოკატორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „სწორედ ასეთი განცხადებები ართულებს სიტუაციის მოგვარებას“. ამერიკის ლიდერმა შეახსენა ვლადიმირ ზელენსკის, რომ მას ხელში აღარ შერჩა „კოზირები“ და დაამატა, რომ ის დგას არჩევანის პირისპირ: ან შეთანხმდეს მშვიდობის დამყარებაზე ან იომოს კიდევ 3 წელი და დაკარგოს მთელი ქვეყანა.
დონალს ტრამპის თქმით, უკრაინა ყირიმს დიდი ხნის წინ დაემშვიდობა და ახლა იქ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტი დგას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ეს არ შეიძლება იყოს განხილვის საგანიც კი“.
მოგვიანებით თეთრი სახლის პრესმდივანმა – ქეროლაინ ლევატმა განაცხადა, რომ ტრამპის მოთმინება „პრაქტიკულად ამოიწურა.“ მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტს სურს მშვიდობა, მაგრამ მასზე უნდა შეთანხმდეს კონფლიქტის ორივე მონაწილე. „სამწუხაროდ პრეზიდენტი ზელენსკი მოძრაობს არასწორი მიმართულებით“ – აღნიშნა ლევატმა.
23 აპრილს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, დადოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ზელენსკი კი ამას ეწინააღმდეგება.
„ვფიქრობ, მივაღწიეთ რუსეთთან გარიგებას. ახლა უნდა დავითანხმოთ ზელენსკი“ – თქვა პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე – „ვფიქრობდი, რომ ზელენსკისთან უფრო ადვილად შევთანხმდებოდით, მაგრამ ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა“.