Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Зеркало Недели  უკრაინა

ივან შევჩუკი

 

                                                         ქალაქი ტორეცკი აღარ არსებობს

  ტორეცკში რუსებმა სრულად დაიკავეს მაღარო „ცენტრალნაია“, რომელიც ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილს წარმოადგენს. ამის შესახებ Telegram-ზე იუწყება უკრაინული სამხედრო ჟურნალისტი – ბოგდან მიროშნიკოვი

ის ამბობს, რომ ახლა რუსეთის არმიას შეუძლია, არტილერიით დაუბრკოლებლად და ზუსტად იმუშაოს იმ უბნებზე, რომელთაც უკრაინული შენაერთები აკონტროლებენ, რადგან ცეცხლის კორექტირების დონე, მნიშვნელოვნად ამაღლდება გაბატონებული სიმაღლის ფლობიდან გამომდინარე.

ამ ეტაპზე იწყება ბრძოლები მაღარო „ტორეცკაია“-თვის. ამასთან რუსები მიუახლოვდნენ ქალაქის გასასვლელთან მდებარე ორივე ტერიკონს. „სიტუაცია ქალაქში სულ უფრო მძიმდება – დაასკვნის მიროშნიკოვი და დასძენს – ტორეცკი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს“. მტერმა ის მიწასთან გაასწორა КАБ-ებისა და არტილერიის გამოყენებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს ცნობებში იტყობინებოდა, რომ ტორეცკის მიმართულებაზე, რუსებმა ხუთჯერ შეუტიეს უკრაინის თავდაცვით პოზიციებს. შეტევისას, მთავარი ძალისხმევა მათ მიმართეს დასახლებულ პუნქტებ ტორეცკსა და შჩერბინოვკაზე.

მანამდე იყო ცნობები, რომ რუსები აგრძელებენ პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციის მარწუხებში მოქცევას.