Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Tuckercarlson.com / აშშ

 

თაკერ კარლსონი: როგორ უნდა დარეგულირდეს უკრაინის კონფლიქტი?

ჯეფრი საქსი: ყოველივე – სულ ერთი ზარით გადაწყდება, როგორც ამას ტრამპი ამბობს. მას უბრალოდ შეუძლია, აიღოს ყურმილი, დაურეკოს პუტინს და უთხრას: „ იცით რა, 30-წლიანი ძალისხმევა ნატოს გაფართოების შესახებ – უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე, იყო სიბრიყვე, დაუშვებელი და გაუმართლებელი პროვოკაცია, რამაც საბოლოო ჯამში, მოვლენათა ამგვარ განვითარებამდე მიგვიყვანა. მე ამას არ ვემხრობი და მზად ვარ საჯაროდ განვაცხადო: ჩვენ წერტილს დავუსვამთ ამ ავანტიურას, თქვენ კი დღესვე დაასრულეთ საბრძოლო მოქმედება – იმავე წამს, ყველაფერი დასრულდება. შემდეგ თავს იჩენს ნიუანსები, მათ შორის ის, სად გაივლის საზღვარი, მაგრამ შეირაღებული კონფლიქტი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება.

მას ვერ დავასრულებთ სიტყვებით: „მოდით, შევწყვიტოთ ცეცხლი“, ამის თქმა უაზრობაა. როგორც არაერთხელ გავიგეთ საგარეო საქმეთა მინისტრის – ლავროვისგან, მე და ყველა საქმეში ჩახედულმა ადამიანმა – ეს იცის, ლაპარაკია არა ცეცხლის შეწყვეტაზე, არამედ კონფლიქტის მიზეზებზე. მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება, მისი უკრაინასთან 1200-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ, ამერიკელი სამხედროებისა და ამერიკული სარაკეტო სისტემების განლაგებას. ბაიდენი კი იმდენად ბრიყვია, მე შეგნებულად ვიყენებ ამ ეპითეტს, რომ თავიდან ვერ აიცილა სასაკლაო. ცხადია, რომ მას ეს შეეძლო და არ გააკეთა. ამიტომ მე მას საზიზღარ პრეზიდენტად მივიჩნევ. აი პრეზიდენტი ტრამპი, ვფიქრობ, რომ სწორედ ასე მოიქცევა.

By admin