Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Bloomberg  აშშ

ანდრას გერგეი

 

აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიკტორ ორბანმა, ამ კვირაში გაშალა მძლავრი დიპლომატიური საქმიანობა და დაურეკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს

ამ თვეში უნგრეთი ამთავრებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას  და თავისი ქმედებით, ისეთით, როგორიცაა ორბანის თვითგამოცხადებული „სამშვიდობო მისია“, ეს ქვეყანა ახერხებს გააწბილოს მოკავშირეები ევროკავშირიდან და ნატოდან. უნგრეთის თავჯდომარეობის დაწყებისთანავე, ივლისის თვიდან, ორბანი ეწვია კიევს, მოსკოვსა და აშშ-ს. მიმდინარე კვირაში, ის გეგმავს კიდევ ერთ ვიზიტს, თუმცა დანიშნულების პუნქტი – ჯერჯერობით არ ხმაურდება.

უკრაინის სადოლარო ობლიგაციები ოთხშაბათს სხვებზე მეტად განმტკიცდა ფორმირებად ბაზრებზე, იმის მოლოდინში, რომ ტრამპი, პრეზიდენტის რანგში, დააჩქარებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ოფიციალური დიალოგი არ დაიწყება 20 იანვრამდე, როცა ჩანიშნულია მისი ინაუგურაცია. ამის შესახებ, სამშაბათს განაცხადა ვიკტორ ორბანმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, იმავე დღეს გვაუწყა, რომ მოლაპარაკებები სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, დაიწყება ამ ზამთრის განმავლობაში. ისიც არ აკლებს დიპლომატიურ ძალისხმევას, ხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

უკრაინა ჯერჯერობით უარს ამბობს, განიხილოს ტერიტორიული დათმობების საკითხი, თუმცა ბოლო ინტერვიუში ზელენსკი იძლეოდა სიგნალებს დიპლომატიური დარეგულირების აუცილებლობის შესახებ.            კრემლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევის პოზიცია „კვლავინდებურად გამორიცხავს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შესაძლებლობას“.

By admin