Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Страна.ua  უკრაინა

 

  სოფელი „სტარიე ტერნი“, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს კურახოვოს დაცვისთვის, უკრაინულმა არმიამ სულ ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაკარგა. ამის შესახებ იტყობინება უკრაინელი სამხედრო მიმომხილველი – ბოგდან მიროშნიკოვი

„სტარიე ტერნი“ იყო საკმარისად კარგად გამაგრებული საყრდენი პუნქტი, რომელიც ჩვენ 24 საათში დავკარგეთ. „როგორ მოხდა“- ეს და მსგავსი კითხვები, უფრო რიტორიკულია და დე ჟავიუს განცდას ტოვებს. მტერს, ამ სოფლისთვის, უნდა დაეკარგა სულ ცოტა ბრიგადა, თუმცა დაკარგა ერთი ბატალიონი“ – დაწერა მან.

ცნობილი, რომ „სტარიე ტერნი“-ს მხრიდან გარღვევა, ძალზე გაართულებს კურახოვის სამრეწველო ზონის შენარჩუნებას, რადგან მოწინააღმდეგე მას ერთდროულად ორი მხრიდან მიუახლოვდება და პარალელურად სრულად გადაჭრის ლოგისტიკას.

ოფიციალური განცხადება დასახლებული პუნქტის  „სტარიე ტერნის’ დაკარგვის შესახებ, არ გაკეთებულა.

ცნობილია, რომ ვითარება „სტარიე ტერნის“ ირგვლივ, დიდი ხანია იყო კრიტიკული. არხი Deep State  წერდა, რომ „მოცემული რაიონიდან გრძელდება ცრუ ცნობების მოწოდება პოზიციების შენარჩუნების შესახებ“.

არ არის ახალი ამბავი, რომ ვლადიმირ ზელენსკი მალავს ფრონტზე შექმნილ რეალურ ვითარებას. ამის შესახებ იუწყებოდა ჟურნალი Economist-ი – უკრაინის უმაღლეს მეთაურობაში არსებული  წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

გამოცემა წერს, რომ „არმია“ ცენზურის წნეხში აქცევს ნეგატიურ ცნობებს პოზიციებიდან, რათა არ მოხდეს ზურგში პანიკის გავრცელება. აქედან გამომდინარე, უმაღლეს მთავარსარდალს – ამყოფებენ ინფორმაციულ ვაკუუმში და უმალავენ სიმართლეს.

 

 

By admin