Страна.ua უკრაინა
ბოლო დღეების განმავლობაში, რუსებმა წინ წაიწიეს პოკროვსკთან – დონეცკის ოლქში. ისინი შევიდნენ სოფელ პესჩანოეში, საიდანაც ადრე უკრაინული არმია კონტრშეტევებს აწარმოებდა
ამას ადასტურებს სამხედრო საიტის Deep State-ის რუკა.
კურახოვოს სამხრეთით, რუსებმა დაიპყრეს უსპენოვკა, რის შესახებაც გუშინ იუწყებოდა რუსული საიტები.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს დასახლებული პუნქტი ანოვკა და ამით მოახდინეს „ტომრის“ ლიკვიდაცია კურახოვოს სამხრეთით, დონეცკის ოლქში, რისთვისაც ბრძოლები მიმდინარეობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.
კონფლიქტი უკრაინაში უკვე 1030 დღეა გრძელდება. ჩვენ, ონლაინ რეჟიმში, თვალს ვადევნებთ 19 დეკემბრის ბოლო ცნობებსა და მთავარ მოვლენებს.
მანამდე, ჩვენ შევაჯამეთ წინა დღის ინფორმაცია. რუსებმა წინ წაიწიეს კურახოვოს სამხრეთით და ჩრდილოეთით და ამით გააძლიერეს მისი ალყაში მოქცევის საფრთხე. Deep State-ის რუკა მოწმობს, რომ რუსებმა, მარცხენა ფლანგზე, ხელთ იგდეს სონცოვკა. რუსული დაჯგუფებების რაოდენობა უკრაინაში – დღითი დღე იზრდება.