Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

SABAH   თურქეთი

მელიჰ ალტინოკი

 

  რაც არ უნდა ახდენდეს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის პროვოცირებას (ტრამპის უფლებამოსილების ძალაში შესვლამდე), აძლევს რა მას ახალი შეიარაღების გამოყენების უფლებას, რითაც აშშ-ს რუსეთთან ომში ჩათრევის საფრთხეს ზრდის, ზელენსკიმ უკვე შეაგდო პირსახოცი რინგზე

          Sky News-თან ინტერვიუში, უკრაინელმა ლიდერმა დასავლეთს შესთავაზა ქვეყნის „არაოკუპირებული ტერიტორიების“ ნატოში მიღება, რომ ამ გზით დასრულდეს კონფლიქტის ცხელი ფაზა.

ზელენსკის სიტყვები – „მოდით, მიგვიღეთ ნატოში“, შემდეგ კი განვაგრძნობთ ბრძოლის ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად „დიპლომატიური გზებით“-ო, არაფერს ნიშნავს. როცა ერთხელ თმობ  მიწას, მორჩა, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ.

როგორ მიიღებს პუტინი ზელენსკის წინადადებას, რომელიც ბრმად თმობს ტერიტორიის 20-პროცენტს – ცეცხლის შეწყვეტისა და ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ?

პუტინი, რომელმაც უკრაინის ნატოში მიღების სურვილს იმით უპასუხა, რომ წამოიწყო ომი მეზობელ ქვეყანასთან, ძნელი სავარაუდოა, ამ წინადადებას დაეთანხმოს: უფრო სწორად, ეს არა მარტო ძნელი სავარაუდოა, არამედ თითქმის გამორიცხულია, რადგან ზემოთქმული ნიშნავს, რომ რუსეთმა საკუთარ პოზიციაზე – უარი უნდა თქვას.

მეტიც, ამ რეგიონებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, მათ შორის ყირიმისთვის, ნამდვილად  იქნება მონაპოვარი მოსკოვისთვის, თანაც ეს მიწები, ისედაც კრემლის ხელში იმყოფება. როგორც არ უნდა მოხდეს, ზელენსკი სწორად იქცევა, რადგან ონკანი, რომლიდანაც უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ყოველი ჩასვლის შემდეგ, კიევისთვის 50-60 მილიარდი მოედინება, იკეტება. უცნობია, ზუსტად რამდენი დაიხარჯა ომზე, მაგრამ ამიერიდან ყველა ფინანსური არხი  იქნება დახურული.

ტრამპი ამ ეტაპზე სულაც არ აპირებს, მოითხოვოს ნატოში გაწევრიანება, არსებობს ალტერნატივა – პოლონეთის სახით.

უფრო გონივრული არ იქნება აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან ვაჭრობის დროს მოსკოვისგან გამოითხოვოს დათმობები, რომელიც აშშ-ს, უკრაინაზე მეტად ანაღვლებს?

მაგალითად ტრამპმა, შეიძლება მოითხოვოს დათმობები ირანისა და ჩინეთის მიმართულებებით.

ასე რომ, ყველაზე რეალისტურ გადაწყვეტილებად მოჩანს, რუსეთს დაუთმონ ოკუპირებული ტერიტორიები და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხი – შორეულ თაროზე შემოიდოს.

ადვილია გატყორცნო საბრძოლო მოწოდებები შორიდან და შეაგულიანო უკრაინელები: „იომეთ ლომებო“, მაგრამ მილიონობით უკრაინელი ადამიანისთვის, რომელმაც დაკარგა სახლ-კარი და რომელსაც ცხოვრება დაენგრა, „მჭლე მშვიდობა“, ურჩევნია ნოყიერ დაპირებებს.

უკრაინის ტრაგედია – გაკვეთილად გამოდგება მრავალი ქვეყნისა და ხალხისთვის, უპირველესად კი საქართველოსთვის, სადაც დღეს მწვავედ კამათობენ დასავლეთის ნავში ჩასხდომის მიზანშეწონილობაზე.

By admin