Цензор.НЕТ უკრაინა
უკრაინის დიპლომატიურ წრეებში ორი კვირაა „დადის ჭორები“, რომ დასავლეთი ვლადიმირ ზელენსკის „ოქროს გადასახლებას“ უმზადებს ლონდონში, უკრაინაში კი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ეს შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, როცა რუსეთთან მიიღწევა შეთანხმება ომის დასრულების შესახებ
ამის შესახებ წერს EL MUNDO კიევის დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით, იტყობინება Цензор.НЕТ -ი და თავის მხრივ, მიუთითებს hromadske-ზე.
როგორც EL MUNDO აღნიშნავს, ამას შეიძლება თან ახლდეს უკრაინის „სწრაფი“ შესვლა ევროკავშირში, ფინანსური დახმარება უკრაინის აღდგენისათვის და ევროპული მშვიდობისმყოფელების განლაგება ქვეყანაში. ეს კონტიგენტი უპირატესად იქნება ბრიტანულ-ფრანგული და ის გაიშლება შეხების ხაზზე, როგორც კი მიიღწევა დაზავების შეთანხმება, რამაც უნდა „უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის დაცვა“.
ფრანგული გამოცემა მიუთითებს ახლადარჩეული პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელზე უკრაინის საკითხებში – კიტ კელოგზე, რომლის სამშვიდობო გეგმაზე ბევრს საუბრობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
„აშშ გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებასა და მისი თავდაცვის გაძლიერებას, რათა ამით შეაკავოს რუსეთის შემდგომი წინსვლა და არ გაიხსნას ცეცხლი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ. ამასთან მომავალი სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, აშშ მოითხოვს – უკრაინის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას“ – ახდენს გამოცემა კელოგის გეგმის ციტირებას.