L’AntiDiplomatico იტალია
ალესანდრო ორსინი – როცა გაზეთი „Corriere della sera“ ხარობს, რომ „რუბლი ეცემა“
L’AntiDiplomatico იტალია
გაზეთმა „Corriere della sera“-მ, დღეს ენთუზიაზმით აღვსილმა გვამცნო, რომ რუბლი ეცემა. ნება მიბოძეთ, განვმარტო სიტუაცია. გაბანკროტების შემთხვევაში, რუსეთი გაანადგურებს უკრაინას უფრო სწრაფად და უფრო დაუნდობლად
რუსეთზე თავსდამტყდარი ნებისმიერი უბედურება, შეიძლება ძვირად მოუბრუნდეს უკრაინას – ეს ეხება, როგორც სამოქალაქო ომს, ისე ატომური ელსადგურის აფეთქებას.
რაიმე მსხვილმა ტერაქტმა რუსეთში, პუტინის მკვლელობამ ან მისმა ჩამოგდებამ ან რუსეთისგან რომელიმე რეგიონის გამოყოფამ, უკრაინა შეიძლება აქციოს განტევების ვაცად და მოსკოვმა მთელი თავისი რისხვა, გაცილებით მძაფრად გადმოანთხიოს უკრაინელებზე.
რუსები ფიქრობენ, რომ უკრაინის სრული განადგურებით, მათი ყველა პრობლემა გადაიჭრება. მთავარი უბედურება ისაა, რომ რუსებს აქვთ ყველა საშუალება – უკრაინა აღგავონ პირისაგან მიწისა. მე ვიცოდი ამის შესახებ და გამოვდიოდი კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მომხრედ ომის დაწყებისთანავე.
დღეს მე მოვუწოდებ სულელ და გაუცნობიერებელ ადამიანებს, დიდად ნუ იზეიმებენ რუსეთის ამა თუ იმ წარუმატებლობას, რადგან ყველა უბედურება თავს დაატყდებათ უკრაინელებს. რუბლის დაცემის შემთხვევაში, კიდევ მეტად გაიზრდება რუსების სიძულვილი უკრაინელებისადმი. საერთაშორისო პოლიტიკის სფეროს ანალიტიკოსებისთვის – არსებობს ოქროს წესი და ის ასე ჟღერს: ვიდრე იზეიმებ, დაფიქრდი“.