Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Figaro  საფრანგეთი

ამორი კუტანსე პერვინკიერი

 

 რუსეთის მხრიდან 10 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის ომში ჩართვის საპასუხოდ, თეთრმა სახლმა მოხსნა თავისი ვეტო. კონფლიქტის ესკალაცია, გამოწვეულია ურთიერთდაპირისპირებული მხარეების დიდი დანაკარგით

ნახევრადბალისტიკური „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტების –  ATACMS-ის ბოლო ვერსიების ფრენის სიშორე – 300 კოლომეტრს აღემატება. ისინი შეიარაღებაში, 1991 წელს, სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს, მიიღეს და მისი მიმდინარეობისას, დამტკიცდა ამ იარაღის ეფექტიანობა. 450-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს ერაყში შეჭრის დროს – 2003 წელს. მათი წარმოება შეწყდა 2007 წელს, რადგან ATACMS-ის ჩანაცვლება, განიზრახეს ახალი თაობის რაკეტა – Precision Strike Missile-ით. უკრაინაში გაჩაღებულმა კონფლიქტმა, განსაკუთრებით მისმა გამწვავებამ –  2022 წლის 24 თებერვალს, ATACMS-ი დააბრუნა ბრძოლის წინა ხაზზე. ამ რაკეტების გაშვება შესაძლებელია იმ სისტემით, რომელიც ასევე გამოიყენება ამ ომში – ესა ზალპური ცეცხლის სისტემა – HIMARS-ი.

ამასთან,  ამ იარაღის მართვა „უცილობლად მოითხოვს დასავლელი ოპერატორების მონაწილეობას“, განაცხადა გადამდგარმა გენერალმა შოვანსიმ. მათ მოუწევთ ფრონტის ხაზის სიახლოვეს მუშაობა და არის რისკი, ისინი ტყვედ ჩავარდნენ. „რუსეთს შეუძლია, დასავლეთი დაადანაშაულოს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაში, თუკი განადგურდა მნიშვნელოვანი სამიზნე“ – დასძინა მან. ეს კი ის შემთხვევაა, რომლის თავიდან აცილება, ასე სურთ უკრაინის მოკავშირეებს.

By admin