Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Financial Times  დიდი ბრიტანეთი

 

   ქამალა ჰარისზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამ კვირაში ტრამპი შეუდგა კაბინეტის ჩამოყალიბებას. ამასთან მან გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მოხვდება ადმინისტრაციაში მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში

შაბათს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა გამოაცხადა, რომ პომპეო ვერ მოხვდება მის ადმინისტრაციაში. მან ასევე დაწერა, რომ თეთრ სახლში ადგილს ვერ მიიღებს ნიკი ჰეილი – აშშ-ს ყოფილი წარმომადგენელი გაეროში, რომელიც მას თეთრ სახლში მოხვედრას ეცილებოდა.

როგორც პომპეო, ისე ჰეილი ტრამპს აკრიტიკებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერამდე და ტრამპის განცხადება მიუთითებს იმის შესახებ, რომ ის აპირებს ადმინისტრაცია იმ ლოიალური პირებისგან ჩამოაყალიბოს, რომელთაც არასდროს მოუნდომებიათ მისთვის გზის გადაჭრა.

„მე არ მოვიწვევ ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილისა და ყოფილ სახმდივან მაიკ პომპეოს ჩემს ფორმირებად ადმინისტრაციაში“, იტყობინება ტრამპი თავის პოსტში.

„ვაფასებ და ვუფრთხილდები მათთან ერთად გაწეულ სამუშაოს და მსურს, მათ მადლობა გადავუხადო ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის“.

პომპეოს უწინასწარმეტყველებდნენ თავდაცვის მინისტრის პოსტს მეორე ადმინისტრაციაში, ვინაიდან პირველში, მას უკვე ეკავა ცსს-ს დირექტორისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობები.

ტრამპის განცხადების შემდეგ, ის გამოაკლდა პრეტენდენტთა სიას, ეს კი ნიშნავს, რომ პენტაგონის მეთაურის ყველაზე რეალური კანდიდატი, ხდება კონგრესმენი ფლორიდის შტატიდან – მაიკ უოლცი. სენატორმა არკანზასიდან – თომ ქოთონმა, რომელიც ასევე უმიზნებდა თავდაცვის მინისტრობას, უკვე მოხსნა თავისი კანდიდატურა.

პომპეო ურყევად უჭერდა მხარს უკრაინის დახმარებას. ეს კი წინააღმდეგობაში მოდიოდა ტრამპისა და მისი მოკავშირეების პოზიციასთან, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილები უკრაინის მხარდაჭერის მიმართ.

მანამდე ის აკრიტიკებდა ტრამპს უყაირათო ხარჯვისა და საიდუმლო დოკუმენტების არასწორი შენახვის გამო. პომპეო აფრთხილებდა რესპუბლიკელებს, რომ ისინი მორიდებოდნენ „ადამიანებს მყიფე ეგოთი, რომლებიც უარყოფენ რეალობას“, რაც ბევრის აზრით, სწორედ ტრამპის ბოსტანში ნასროლი კენჭი იყო.

თუმცა წელს, პომპეომ განაცხადა, რომ თანახმა იყო ემუშავა ადმინისტრაციაში, თუკი ამას შესთავაზებდნენ. ჰეილის კი გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდა, მოხვედრილიყო მეორე ადმინისტრაციაში –  პრაიმერიზის დროს ტრამპზე მისი მწვავე თავდასხმებისა და ბოლო კვირეების კამპანიის კრიტიკის გამო. ტრამპის პოსტს სოცქსელში ჰეილისა და პომპეოს შესახებ, მოჰყვა მისი პირველი განკარგულება. პარასკევს მან აპარატის უფროსად შეარჩია მისი უახლოესი პოლიტიკური მრჩეველი და სტრატეგი – სიუზი უაილსი.

By admin